Thursday, May 31, 2012
სერიიდან მეშვიდე დიალოგი: ხელოვნება საჯაროს სივრცეში
დიალოგების II სერიიდან თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 
გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის ერთობლივი ინიციატივა
 
31.05.12 / ვარდების რევოლუციის მიწისქვეშა გადასასვლელი
 
დისკუსია თემაზე: რა არის ხელოვნება საჯარო სივრცეში და რა ღირებულება აქვს მას? ხელოვნება საჯარო სივრცეში, როგორც დემოკრატიის და თავისუფლების გამოხატულების ფორმა.
მაგალითები მსოფლიო მასშტაბით და ახალი პროექტები, როგორიც არის http://www.newpatrons.eu/ პროგრამა, სადაც ნებისმიერ ინდივიდს ან ჯგუფს შეუძლია თავად გახდეს ხელოვნების ნამუშეშევრის ინიციატორი. 
საბჭოთა რეჟიმის დროის ხელოვნების მიმოხილვა: ქანდაკება და მოზაიკა, 90-იანი წლების მაგალითები და ბოლო დროს საქართველოს მასშტაბით გახორციელებული პროექტები საჯარო სივრცეში.
street art-ის მაგალითები ,როგორც საერთაშორისო, ასევე, თბილისის მაგალითზე.
 
მოდერატორი: ნინი ფალავანდიშვილი - კურატორი, გეოეარი
 
მონაწილეები:
ლალი პერტენავა - ხელოვნებათმცოდნე
მამუკა ცეცხლაძე - ხელოვანი
რუსიკო ოატი - New Art Union დირექტორი, კურატორი
თათა მუსხელიშვილი - კულტუროლოგი
ალექსი სოსელია - ფოტოგრაფი