Monday, July 1, 2013

1/2 არის ოთხი დიზაინერის/ხელოვანის - ლორ ბოერის, ან-პოლინ მაბირის, ლიუსი პინდასა და კლოე ტომას ჯგუფი, რომელიც დაარსდა 2007 წელს. პარიზში სწავლის დამთავრების შემდეგ, ისინი გადავიდნენ ბერლინში, ამსტერდამში, ვენასა და რენში. კონტაქტის შესანარჩუნებლად და მათი სამუშაოსა და დიზაინერული კონცეფციების გაცვლისათვის, მათ დაარსეს ონლაინ სივრცე. 2007 წელს მათ გამოსცეს ხელნაკეთი წიგნი. ამის შემდგომ, წელიწადში ორჯერ ისინი გამოსცემენ ახალ წიგნს სხვადასხვა ქალაქებში და აერთიანებენ ერთმანეთის კავშირს. თბილისში, ახალ კონტექსტში, ახალ ხალხთან ერთად 1/2-ის შემდგომი ნამუშევრის გამოცემა მათთვის დიდი ნაბიჯი და გამოწვევა იყო.

თბილისში, ივლისის თვეში 1/2 მოწვეული იყო გეოეარის მიერ ერთთვიან რეზიდენციაში. 12 ივლისს, 18:00-დან 21:00-მდე ჯგუფმა მოაწყო თავიანთი სამუშაო სივრცის ღია კარის დღე გეოეარის რეზიდენციაში. მათ წარადგინეს ბოლო 6 წლის მანძილზე გაკეთებული პროექტები და პუბლიკაციები და ისაუბრეს, თუ როგორ მუშაობენ დამოუკიდებელი გამომცემლობის სფეროში. ასევე, მათ აჩვენეს ის სამუშაო, რომელსაც ახორციელებდნენ თბილისში, ვიზუალური ხელოვნებისა და მუსიკის განხრით.

რეზიდენციის ფარგლებშიც მათ შექმენს “1/2 #9 — Georgia Now!”, მათი ხელნაკეთი წიგნის ქართული გამოცემა. ისინი შეხვდნენ ადამიანებს, გაცვალეს იდეები სამუშაო მიდგომებისა და ტექნიკების შესახებ. ეს სუბიექტური და კოლექტიური სამოგზაურო დღიური შეიქმნა, გამოიცა და საჯაროდ წარდგენილი იქნა თბილისში. ნამუშევარი დაიბეჭდა შეზღუდული რაოდენობით - 200 ცალი (1/2 სხვა პუბლიკაციების მსგავსად) და განაწილდა წიგნების მაღაზიებში მსოფლიო მასშტაბით (ამსტერდამი, ბერლინი, გლაზგო, ნიუ იორკი, ტოკიო, პარიზი, რენი, ვანკუვერი, ვენა...)

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ევროპული კულტურის ფონდი.