Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
Wednesday, July 2, 2014
ახალი კოლექტივიზმი
მოსკოველი ხელოვანებისა და აქტივისტების ჯგუფი Partizaning თბილისში ყოფნის დროს მუშაობდა „აღმოაჩინე ელიავა“ პროექტის ფარგლებში. მათ ჩაატარეს კვლევა ელიავას ბაზრობაზე და ეცადნენ ადგილობრივი თემი ჩაერთოთ თანამონაწილეობის პრინციპზე დამყარებულ ღონისძიებებსა და ინტერვენცებში.
კოლექტივმა უმასპინძლა საჯარო ლექციას, რომელიც ეძღვნებოდა Partizaning-ის მოქმედების ტაქტიკასა და დისკუსიას - თბილისში მიმდინარე ურბანიზაციის შესახებ.
 
Partizaning (ზმნა): საზოგადოებრივ სივრცეში ხელოვნების ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ურბანული და სოციალური რეალობების ფორმირებას, ხელახალ გამოგონებასა და სტრატეგიული გამოწვევების პროვოცირებას ახდენს.
Partizaning არის კოლექტივი, მოძრაობა და ვებგვერდი, რომელიც ახორციელებს ხელოვნებაზე დაფუძნებული აქტივიზმის, ინტერვენციებისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ურბანული დაგეგმარების ცვლილების მაგალითების დოკუმენტირებას. ჯგუფის აზრით, სულ უფრო ფართო არეალის მომცველი სოციო-პოლიტიკური რეალობისა და უკმაყოფილების შემთხვევების გააზრება ხელოვნებაზე დაფუძნებული „პარტიზანული“ ტაქტიკის საშუალებითაა შესაძლებელი.
კოლექტივის მიზანია ქალაქის რეგენერაციასა და სოციალურ აქტივიზმში ხელოვნების, როგორც პრაქტიკული ინსტრუმენტის როლის კვლევა, რაც ეფუძნება თანამედროვე რუსეთში არსებულ კულტურულ, პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს. ის ახდენს მსოფლიოში არსებულ საჯარო სივრცეებში, ქალაქებისა და ადამიანების ურთიერთობებში ხელოვნების როლის დოკუმენტირებასა და ანალიზს.
პროექტში „აღმოაჩინე ელიავა“ გეოეარი თანამშრომლობდა კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიასთან. პროექტი განხორციელდა ინიციატივის GALA (Green Art Lab Alliance) ფარგლებში, ევროკავშირის კულტურის პროგრამის მხარდაჭერით. 
 
ჯგუფის “Partizaning” რეზიდენციაში ყოფნის მხარდამჭერები: ორგანიზაცია CEC ArtsLink და ფონდი Black Sea Trust for Regional Cooperation.