Wednesday, June 17, 2009
PSWAR ჯგუფის (Public Space With A Roof) პროექტების პრეზენტაცია თამუნა ჭაბაშვილის მიერ, აბრეშუმის მუზეუმი
 
‘Public Space With A Roof’ (PSWAR) დაარსდა 2003 წელს როგორც კვლევით საპროექტო სივრცე, რომლის მიზანი იყო ხელოვანებისათვის მიეცა მათი იდეების განვითარების და პრეზენტაციის, თანამშრომლობითი პროექტების განხორციელების და კრიტიკულ დისკურში ჩართვის საშუალება. მოყოლებული 2006 წლიდან PSWAR-ს წარადგენენ თამუნა ჭაბაშვილი, ადი ჰოლანდერი და ვესნა მადზოსკი. ამსტერდამში გერიტ რიტფელდის აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, PSWAR ჯგუფის ორ წევრს გაუჩნდა მოთხოვნილება ეპოვათ ისეთი ფორმატი, რომლის მეშვეობითაც შეძლებდნენ საჯაროდ განეხილათ სხვადასხვა საკითხი და იდეა - ძირითადად დაკავშირებული საჯარო სივრცის ხელახლა განსაზღვრასთან და ასევე, იმასთან თუ როგორ შეიძლება გაუზიარო შემოქმედებითი და სამუშაო პროცესი საზოგადოებას. ამ მხრივ PSWAR გახდა სახელოვნებო პრაქტიკის გაგრძელება და ღია სტუდია. PSWAR თავის პრაქტიკას განიხილავს როგორც მრავალი დარგის (კურატორობა, კრიტიკული თეორია, სოციალური ჩართულობა, ა.შ.) გასაყარზე მყოფს და გამოფენას იყურებს, როგორც ხელოვნების დარგს. 
 
პრეზენტაციის შემდეგ შედგა ფილმის "Artists in the Big Top" ჩვენება (რეჟ. ალექსანდერ კრუგე, 1968). ჩვენების უფლებებისთვის განსაკუთრებული მადლობა გოეთეს ინსტიტუტს საქართველოში.