Saturday, February 20, 2010

რინკე ენგჰარტის (ნიდერლანდები) სურვილია, ხელოვნების მეშვეობით რეალობის მრავალმხრივობა ასახოს. ენგჰარტის 1991 წლის პროექტი Hope Box (HBX) ერთი პროექტის ფარგლებს გაცდა და გრძელვადიან პროცესად იქცა. მას შემდეგ ამ პროექტში სხვადასხვა ქვეყნის ასობით ხელოვანმა მიიღო მონაწილეობა. HBX მასში მონაწილე მხატვრის და მაყურებლის როლს ერთმანეთისგან არ ანსხვავებს, მასში ჩაბმა ყოველთვის შესაძლებელია და ის სულ ღიაა ინტერაქციისთვის. Hope Box-ის ანგელოზები სხვადასხვა სახით ყოველთვის მოძრაობაში არიან, მათ არ აკმაყოფილებთ ვირტუალური ინფორმაცია, არამედ სოციალურ სივრცეში თავისი წვლილის შესატანად იღწვიან.

Hopebox ტური საქართველოში 2010 - 21.09.2010 / ბათუმი, აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და 25.09.2010 / ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.