Monday, November 8, 2010
აზერბაიჯანელი ხელოვანი, პედაგოგი და კურატორი საბინა შიხლინსკაია (დაიბადა 1962 წ-ს) 1993 წლიდან 50 საერთაშორისო და ეროვნული საგამოფენო პროექტის ავტორია, მათ შორის: 2007 წელს ვენეციის 52-ე ბიენალეზე აზერბაიჯანის პირველი პავილიონის კურატორი, 2008 წ. გამოფენა USSR – Remix, 2009 წ. თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფორუმი Maiden Tower, 2010 წ. ვიდეო ხელოვნების გამოფენა Openly, Istanbul 2010 – Capital of Culture of Europe ფარგლებში. 2010 წ. USSR-Remix- ის ახალი ვერსია ნორვეგიაში.
 
1996 წელს მან დაიწყო პროექტი „ლაბირინთი“, რომლის წარმატების შემდეგაც, შიხლინსკაიას ხელმძღვანელობით მასში მონაწილე 12 ხელოვანისგან ჩამოყალიბდა სახელოვნებო ჯგუფი ლაბირინთი. 2005 წ-ს აზერბაიჯანის მე-2 საერთაშორისო ბიენალეს ფარგლებში შიხლინსკაიას კურატორობით ჩატარდა პერფორმანსი ლაბირინთის ჯგუფის მონაწიელობით.
 
1996-2005 წლებში კურატორული მოღვაწეობის პარალელურად საბინა შიხლინსკაიამ დაარსა საბავშვო სამხატვრო სკოლა, ასწავლიდა ბაქოს ევროპულ ლიცეუმში და TISA-ში, აზერბაიჯანის საერთაშორისო სკოლაში. იგი ასევე ატარებდა ხელოვნების თერაპიის კურსს დაუცველ ბავშვებთან.
 
თავისი პროექტების განსახორციებლად საბინა შიხლინსკაია თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან ,როგორებიცაა გუგენჰაიმის მუზეუმი, UNDP, UNESCO, UNIFEM, ფონდი ღია საზოგადოება, Appolonia Art Exchanges, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, აზერბაიჯანის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო, აზერბაიჯანის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, აზერბაიჯანის მხატვართა კავშირი, აზერბაიჯანის სამხატვრო მუზეუმი, ასევე საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის, ნორვეგიის და იაპონიის საელჩოს კულტურის წარმომადგენლობებთან.
 
პრეზენტაცია: ნაციონალური იდენტიფიკაციის საკითხი აზერბაიჯანულ ხელოვნებაში
24.11.2010 / გოეთეს ინსტიტუტი საქართველო
 
თბილისში, გოეთეს ინსტიტუტში, საბინა შიხლინსკაიას პრეზენტაციის თემა იყო ნაციონალური იდენტიფიკაციის საკითხი აზერბაიჯანულ ხელოვნებაში, რომელსაც იგი განიხილავდა აზერბაიჯანის თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების რამდენიმე კონკრეტული პროექტის მაგალითზე, რომლებზეც იმ პერიოდში საბინა თავად მუშაობდა როგორც ხელოვანი და როგორც კურატორი.
 
საბინა შიხლინსკაიას რეზიდენციას ფინანსურად მხარი დაუჭირა ღია საზოგადოების ინსტიტუტმა, ხელოვნებისა და კულტურის ქსელურმა პროგრამამ.