Tuesday, September 16, 2014
Tandem Shaml პროგრამის ფარგლებში გეოეარმა, artellewa-სთან (ეგვიპტე) თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "ბაზარი, შეხვედრის ადგილი" / “Market point”. ჩვენ ვუმასპინძლეთ ეგვიპტელ ხელოვანს და artellewa-ს ხელმძღვანელს ჰამდი რედას, ასევე, მწერალსა და კინო რეჟისორს ჰოსამ ელოუანს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში იმუშავეს ადგილობრივ ხელოვან მაკო კაპანაძესთან, სოციალურ მეცნიერ მარიამ შალვაშვილთან  და პროექტის ასისტენტ Ketevan Kett-თან ერთად.
 
გაცვლითი პროგრამა ეგვიპტელ და ქართველ ხელოვნებს შორის, მათ აერთიანებდა საერთო თემის ირგვლივ: როგორ ზეგავლენას ახდენს ქალაქის განვითარება ტრადიციებსა და კულტურაზე. ჩვენი ძირითადი ორიენტირი იყო ბაზრები და მათი გარდაქმნის ეტაპები ქალაქის განვითარებასთან ერთად და მათი როლი საზოგადოებაში. თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ცვლილებები ურბანულ სეგმენტსა და სამეზობლო/საუბნო ცხოვრებაზე, სადაც ეს ბაზრებია განთავსებული. პროექტი წამოწევს საკითხს ბაზრების აუცილებლობისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეკოლოგიას და ჯანმრთელ საკვებს, ურბანულ საკითხებსა და ქალაქის სტრუქტურას, ტრადიციებსა და კულტურას, სადაც საზოგადოების ყველა ფენა ხვდება ერთმანეთს (ქალები და კაცები, ბავშვები და ზრდასრულები, ეთნიკური უმცირესობები და ემიგრანტერბი) ვისგანაც შედგება ქალაქი და ვინც ქმნის მრავალფეროვნებას. 
 
ამ პროცესში, სწორედ კაიროსა და თბილისის გარემო და მათი შეცნობა გახდა კრეატიული შთაგონება.