Tuesday, March 17, 2015

პროექტი Tbilisi InSights, თავდაპირველად ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს პავილიონისთვის შეიქმნა და შერჩეულ იქნა საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიურის მიერ. თუმცა, მოგვიანებით ჟიურის გადაწყვეტილება საქართველოს კულტურის სამინისტრომ არ გაითვალისწინა, პროექტი Tbilisi InSights არ იქნა წარდგენილი და საქართველოს მონაწილეობა ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე გაუქმდა [იხილეთ ამ მოვლენებთან დაკავშირებით Tbilisi In/Sights-ის განაცხადი].

შემდეგ, TBILISI INSIGHTS განხორციელდა თბილისში!

პროექტი Tbilisi In/Sights მიზნად ისახავს, რომ ასახოს თანამედროვე საქართველოში ყოველდღიური ცხოვრების ტრანსფორმაციის არაერთხაზოვანი, პერსონალური პერსპექტივა. თუ არქიტექტურას არ განვიხილავთ როგორც უბრალო, უსიტყვო ელემენტებისგან შექმნილ დასახლებული სივრცეების ფუნქციურ ნაკრებს, მაშინ ის თავის არსში მოიცავს სიცოცხლეს. შესაბამისად, Tbilisi InSights არქიტექტურის საფუძვლად მოიაზრებს ადამიანებს. ადამიანებს, რომელთაც სჭირდებათ ადგილები საცხოვრებლად და სამუშაოდ, ვინც აშენებს და წარმოიდგენს, ვინც ცხოვრობს და ცვლის მოცემულ, თუ მომავალ არქიტექტურულ სტრუქტურებს. შესაბამისად, პროექტი გთავაზობთ თვალი შეავლოთ თბილისში მცხოვრები ადამიანების პირად და განუზრახველ არქივებს, სადაც მოცემულია ინფორმაცია თბილისის არქიტექტურასა და მის ისტორიაზე. ეს არის სხვადასხვა მედიისა და ფორმის ნაკრები, რაც თავისი არსით უკავშირდება წარსულში არსებულ წარმოსახვით კონცეპტებსა და თანამედროვე ქალაქში ცხოვრების კრიტიკულ ალტერნატივებს.

ინდივიდს არსებობა უწევს კერძო და საჯარო სივრცის შეუთავსებელ დიქოტომიაში, რომელზეც ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ადამიანთა სასიკეთოდ არის შექმნილი. თუმცა, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები ხელს უშლიან არა მხოლოდ დიქოტომური სივრცის გაგებას, არამედ მათში ურთიერთობასაც კი. ეს ის ფენომენია, რაც შეიძლება დავინახოთ ქალაქის განვითარების ტენდენციებში და ასევე, სახელოვნებო და არქიტექტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაშიც, რაც უკავშირდება ადგილობრივი და დასავლური დაფინანსების ცალმხრივი გეგმებით გამოწვეულ პროცესებს და ქალაქში ცარიელ ადგილებს ტოვებს მაშინ, როდესაც უნდა არსებობდეს მისი მომავლის საერთო ხედვა.

თბილისში, გალერეა ნექტარში გამოფენა გაიხსნა 2014 წლის 9 ოქტომბერს და მიმდინარეობდა 2014 წლის 30 ოქტომბრამდე.

Tbilisi InSights-ის კოლექტივმა, ასევე, უმასპინძლა დისკუსიას - „საჯარო, კერძო, სხვა სივრცეები? მასში მონაწილეობდნენ: ნინი ფალავანდიშვილი (კურატორი, გეოეარი); ლალი პერტენავა (ხელოვნების კრიტიკოსი/მკვლევარი); რუსკა მირზიკაშვილი (არქიტექტორი, ურბან რეაქტორი/დოკომომო საქართველო). Tbilisi InSights-ის კონცენფცია დისკუსიის საწყისი თემა იყო.

2014 წლის ნოემბერში, Arts Collaboratory-სგან დაფინანსებაზე დადებითი პასუხის შემდეგ, Tbilisi InSights-მა იმუშავა პუბლიკაციასა და ერევანში AJZ კოლექტივთან თანამშრომლობის კომპონენტებზე.

2015 წლის გაზაფხულზე [22.3.-5.4.2015], Tbilisi InSights-მა, იმუშავა ერევანში. AJZ კოლექტივთან თანამშრომლობით განხორციელდა დისკუსიები, რათა გადაგვეაზრებინა მსგავსებები და განსხვავებები.

კოლექტივმა Onomatopee-სთან (აინდჰოვენი) ერთად იმუშავა სპეციალურ გამოცემაზე city [un]archived. ასევე, პუბლიკაცია მოიცავს მოწვეული ხელოვანებისა და კურატორის ნაშრომებს, რომლებიც შეეხება პროექტის მრავალმხრივ მთავარ იდეებს.

პუბლიკაციაში შესული მასალის ავტორები:

Tbilisi InSights-ის კოლექტივის წევრები - გვანცა ნიკოლაიშვილი (ნანა კალანდაძესთან ერთად, როგორც ,,თბილისის მოარე”), კატარინა შტადლერი, თამუნა ჭაბაშვილი, დათა ჭიღოლაშვილი; ასევე, ლადო დარახველიძე, გიორგი ტაბატაძე, სოფო ტაბატაძე, ნინი ფალავანდიშვილი. დიზაინი: ბარდი ჰალიტი

პუბლიკაციის city [un]archived პრეზენტაცია და თბილისში შეგროვებული ქალაქის პერსონალური არქივის გამოფენის გახსნა შედგა 29 ოქტომბერს Onomatopee-ში. 30-31 ოქტომბერს პუბლიკაციაში შესული ნამუშევრების ავტორებმა მონაწილეობა მიიღეს გამოფენის სპეციალურ პროგრამაში. გამოფენა გაგრძელდა 2015 წლის 22 ნოემბრამდე.

შემდეგ, პროექტი შეუერთდა TALES, TILES and TAILS from GEORGIA ღონისძიებას, რომელიც მოიცავდა საბჭოთა პერიოდის მოზაიკების შესახებ ფოტო გამოფენის გახსნას, დისკუსიას და რამდენიმე პუბლიკაციის პრეზენტაციას 1 ნოემბერს, სივრცეში Tante Nino (როტერდამი). მეორე დღეს, ამავე სივრცეში, ხაჭაპურის კინო კლუბის სპეციალურ ფორმატში გაიმართა სადილი და პუბლიკაციის city [un]archived პერფორმატიული წარდგენა.

ასევე, საჯარო სივრცეში სპონტანური შეხვედრის ფორმატში პუბლიკაცია წარდგენილი იქნა 4 ნოემბერს ამსტერდამში.

თბილისში პუბლიკაციის city [un]archived პრეზენტაცია გაიმართა 2015 წლის 13 ნოემბერს სტუდიო კამპუსში.

ეს პროექტი შექმნილია Tbilisi InSights-ის კოლექტივის მიერ და წარმოადგენს იმ პროექტის სახეცვლილ ვერსიას, რაც ვენეციის არქიტექტურის მე-14 ბიენალეზე საქართველოს პავილიონისთვის იყო შეთავაზებული.

კოლექტივის წევრები: ხელოვანი თამუნა ჭაბაშვილი (Public Space with a Roof); ანთროპოლოგი დათა ჭიღოლაშვილი; არქიტექტორი და თბილისის მოარეს მკვლევარი გვანცა ნიკოლაიშვილი; ხელოვანი და „კონცეპტი და თეორია - თბილისის“ დამფუძნებელი კატარინა შტადლერი.

საკონტაქტო ინფორმაცია: tbilisi_insights@yahoo.com 
ვებგვერდი: http://tbilisiinsights.wordpress.com/ 

Tbilisi InSights-ის კოლექტივის დამატებითი ფინანსური მხარდამჭერები: დათა ჭიღოლაშვილის მგზავრობა ნიდერლანდებში დაფინანსებული იყო პრინც კლაუსის ფონდის მიერ; გვანცა ნიკოლაიშვილის მგზავრობა დაფინანსებული იყო ECF STEP Beyond სამოგზაურო გრანტის პროგრამის ფარგლებში; კატარინა შტადლერის ინდივიდუალურ პროექტს 'amidst a random group' ფინანსურად მხარი დაუჭირა ავსტრიის ფედერალურმა კანცელარიამ.

პროექტს ახორციელებენ Tbilisi InSights-ის კოლექტივი, გეოეარი და კონცეპტი და თეორია - თბილისი,  Arts Collaboratory-სა და ფონდ DOEN-ის მხარდაჭერით.