Monday, June 4, 2012

“undergo. the parallels” სახელოვნებო პროექტი თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში, 24 მაისი-3 ივნისი, 2012

პროექტის undergo. the parallels ფარგლებში 41 ხელოვანმა 12 ქვეყნიდან გაგვიზიარა თავისი სახელოვნებო გამოხატულება თბილისის 9 მიწისქვეშა გადასასვლელში.
”გაიარე წითელ ხალიჩაზე, გადევნე შიშები, ისროლე ვარსკვლავები და შეიგრძენი საზოგადოებრივი სივრცე ახლებურად!”
დეტალური ინფორმაცია 

მონაწილეები:

აგნიეჟკა პოკრივკა, ალექს აქსინტე / კრისტი ბორჩანი როგორც სტუდიო ბაზარი, ალისია როგალსკა, ანდრეა შნეემაიერი, არტ ლაბორატორია, ფრაუკე შმიტი / იან პაულ ჰერცერი / მაქს კულმანი, გიორგი კვინიკაძე, ჰანს როზენშტრომი, ჰელმუტ კანდლი, ირინა ქურთიშვილი / ანდრეას მ. კაუფმანი, ჯონათან კარკუტი / ჯული სკოტი / ტორანჯ ხონსარი, კატარინა შტადლერი, ქეთო ლოგუა, მიხალ მორავჩიკი, ნატალია ნებიერიძე, ნუკა მეგრელიშვილი, ოლივერ რესლერი, რომანა შმალიში, მარიამ ბესიაშვილი / ინგა სამხარაძე / თამარ ჩადუნელი / რუსკა აბესაძე, შტეფან რუსუ, მაგდალენა კუხტოვა, მამუკა სამხარაძე, მარიან ოპლინგერი / სოფი ჰოფერი / კოკა ვაშაკიძე, კონსტანტინე მინდაძე, კოტე სულაბერიძე, ლუდვიგ კიტინგერი / ფერნანდო მესკიტა, თამარ გურგენიძე, თამუნა ქარუმიძე, ტილმან მაიერ ფაიე, ვასილი მაჭარაძე

დავით ჩიხლაძე, კოკა რამიშვილი, ნიკო ცეცხლაძე, მამუკა ცეცხლაძე, ლია შველიძე, გია რიგვავა,
ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე წარმოდგენილი არქივის მასალაში.

სად:

ბარათაშვილის ხიდის, კოლმეურნეობის მოედნის, ქაშვეთის ეკლესიის, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ვარდების რევოლუციის / რესპუბლიკის მოედნის, კოსტავას / ბელინსკი ქუჩების, გმირთა მოედნის, ვაკის პარკის, ყოფშიძის ქუჩის მიწისქვეშა გადასასვლელები.

--

ცნებამ „საზოგადოებრივი” სივრცე და მასთან ერთად ხელოვნებამ საზოგადოებრივ სივრცეში ბოლო დროს მსოფლიო მასშტაბით აქტუალური ხასიათი მიიღო.
ცნება „საზოგადოებრივი” დამატებით დემოკრატიული მნიშვნელობის მატარებელიცაა. იგი მოიაზრებს „სიცხადეს,” „ღიაობას,“ „მონაწილეობას,” „ჩართვას” და „პასუხისმგებლობას” ხალხის, მოსახლეობის მიმართ (როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე, თავად ადამინებს შორის). დისკურსი ხელოვნებაზე საზოგადოებრივ სივრცეში არის არა მხოლოდ საზოგადოებრივი სივრცის ტერმინის განსაზღვრა, არამედ, უფრო ფართო გაგებით, დემოკრატიის ცნების გააზრება.

საგამოფენო პროექტი “undergo. the parallels” ჩატარდა თბილისის დაახლოები 10 მიწისქვეშა გადასასვლელში: ბარათაშვილის ხიდის ქვეშ, კოლმეურნეობის მოედანზე, თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირზე, ოპერის წინ, ფილარმონიის ქვეშ, სასტუმრო “რედისონის” ქვეშ, კოსტავას ქუჩაზე ყოფილი “საჭაშნიკოს” წინ, გმირთა მოედნის ქვეშ, ვაკის პარკის გადასასვლელში და ჭავჭავაძის გამზირზე.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ მიწისქვეშა გადასასვლელებმა მათი არსებობის მანძილზე სხვადასხვა ეტაპები გაიარეს: თავდაპირველად ისინი იყო მიტოვებული, არ ჰქონდა განათება, მათში ჩასვლა გახდა საშიში, იყო ქურდობა და ყაჩაღობა. ამის შედეგად, მოსახლეობა სულ უფრო და უფრო იშვიათად იყენებდა მათ და ამჯობინებდა მოძრაობით დატვირთულ ქუჩაზე გადასულიყო, რამაც ქუჩაშ მოსიარულეთა სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია. მოგვიანებით ეს გადასასვლელები გადაიქცა ადგილად, სადაც ალტერნატიული გაყიდვის წერტილები გაჩნდა. უფრო მარჯვე გამყიდველებმა გამართეს კიოსკები,მაღაზიები, აზარტული სათამაშო სახლები, კაზინოებიდა ა.შ. რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელმა თავისი საკუთარი ცხოვრება განაგრძო, რომელიც მიწის ზევით, ღია ცის ქვეშ “ნორმალური” ცხოვრების პარალელურად განვითარდა. ეს მიწისქვეშა გადასასვლელები ნაწილობრივ იქცა საზოგადოების თავშეყრის და კომუნიკაციის ადგილად, ახალგაზრდა თაობა ხვდება ერთმანეთს სათამაშო სახლებში, მუსიკოსები და სტუდენტები ხვდებიან ერთმანეთს, უკრავენ და უსმენენ მუსიკას, გამყიდველები მჭიდრო კავშირში არიან გამვლელებთან და პოტენციურ მომხმარებლებთან. დღეს ეს მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ გადის განვითარების გზებს, ზოგ მათგანში "მოწესრიგებული"კომერციული ფართები შენდება და იხსნება, ზოგიერთი ნგრევის პირას არის, ასევე არის მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებმაც მათი პრაქტიკული აუცილებლობის მიუხედავად ფუნქცია დაკარგეს და ფაქტობრივად ნაგავსაყრელად ან საზოგადოებრივ საპირფარეშოებად არიან ქცეულნი.

პროექტს “undergo. the parallels” აქვს ორი მთავარი მიზანი: პრაქტიკული და სახელოვნებო.
პრაქტიკული მიზნების თვალსაზრისით ჩვენი სურვილი იყო თბილისის მოსახლეობას გაჩენოდა მიწისქვეშა გადასასვლელების გამოყენების მეტი სურვილი თუ ინტერესი. ამისთვის სასურველი იყო, რომ ხელოვანებს ემუშავათ პირდაპირ ადგილზე, ზოგიერთი ნამუშევარი პროექტის ხანგრძლივობის მთელ მანძილზე იქნა ნაჩვენები, მაგრამ ასევე მოეწყო ერთჯერადი და დროებითი წარმოდგენებიც. ზოგიერთი ნამუშევარის სიცოცხლემ შესაძლოა პროექტის ხანგრძლივობას გადააჭარბოს და გრძელვადიანი ატრაქციონის როლი ითამაშოს, როგორც პრაქტიკული, ასევე, ესთეტური კუთხით. ასევე, ჩვენი მიზანი იყო ქალაქის მმართველობის მხრიდან გაგვემახვილებინა ყურადღება ამ მიწისქვეშა გადასასვლელების აუცილებლობაზე, მათ დასუფთავებაზე და მომხმარებელთათვის მისაღებ მდგომარეობაში მოყვანაზე.

მხატვრული ღირებულების თვალსაზრისით, ადგილის სპეციფიკური ნამუშევრები (განათებები, თუ ხმოვანი ინსტალაციები, ფოტოები, ქუჩის ხელოვნება (street art) და სხვა), რომლებიც შეიქმნა პეციალურად პროექტისთვის, შექმნილი იყო კონკრეტულად ზემოთხსენებული სოციალურ-პოლიტიკური და პრაქტიკული თემების გათვალისწინებით. თბილისის და ზოგადად, ქართული საზოგადოება არ არის მიჩვეული ხელოვნებას საზოგადოებრივ სივრცეში და მასში მონაწილეობას. პროექტით “undergo. the parallels” ჩვენი მიზანი იყო, ფართო საზოგადოება დაგვეპირისპირებინა არასტანდარტული გზებით ხელოვნების აღქმასა და მასთან შეჭიდებასთან, გრძელვადიანად კი - მასთან შეჩვევასა და გააზრებასთან.

--

undergo. the parallels განხორციელდა ევროკავშირის პროექტის 'სივრცეები' ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობდა სახელოვნებო აქტივობებს საზოგადოებრივ სივრცეში და მიზნად ისახავდა ურბანული საზოგადოებრივი სივრცის ხელოვნებისთვის, კულტურისთვის და მათი ბინადრების ინტერესებისთვის აღდგენას. 'სივრცეები' განხორციელდა სომხეთში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. 

განსაკუთრებული მადლობა 
სილქროუდ ჯგუფს, 
თბილისის ცენტრალურ არქივს და 
კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივს, საქართველოს ეროვნული არქივი