Tuesday, July 3, 2012
სერიიდან მერვე დიალოგი: სახელოვნებო განათლების აქტუალური საკითხები
დიალოგების II სერიიდან თემაზე: ვიზუალური ხელოვნების აქტუალური საკითხები / დისკუსიები საზოგადოებასთან 
გეოეარი და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის ერთობლივი ინიციატივა

03.07.2012  / თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 კორპ.

(სახელოვნებო) განათლების სისტემა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ანგლო-საქსურ საუნივერსიტეტო მოდელზე გადავიდა, რომელიც ევროპის სივრცეში ბოლონიის ხელშეკრულებით არის ცნობილი. საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის ხელშეკრულებას შეუერთდა. დღეს ათ წელზე მეტია გასული, რაც ევროპის საუკეთესო სახელოვნებო ინსტიტუტებმა ბოლონიის რეფორმა გაიარეს. ჩვენ საბედნიეროდ გვაქვს საშუალება მათ გამოცდილებებს გავეცნოთ და ამით ქართულ რეალობაში ბოლონიის რეფორმის მეტად წარმატებული ასიმილაცია მოვახდინოთ.
განათლება განსაზღვრავს მომავლის ადამიანის ცნობიერებას, შესაბამისად ის უნდა წარმოადგენდეს უპირველეს პრიორიტეტს ყველა საზოგადოებაში. 
ბოლონიის რეფორმის გარდა დიდი სახელმწიფო სახელოვნებო ინსტიტუტები სხვა სირთულეების წინაშეც დგანან. ერთერთი ასეთი საკითხი თვით სისტემური მოუქნელობაა. მათგან განსხვავებით არააკრედიტირებული, მცირე სახელოვნები ინსტიტუტები საკმაოდ მარტივად ახდენენ ახალ ისტორიულ რეალობაში აქტუალური მიმართულებების/პროფესიების დანერგვას და განვითარებას, სწორედ მათი ბიუროკრატიისგან თავისუფალი სტრუქრურის გამო. აუცილებლად უნდა ხდებოდეს ამ გამოცდილებების ანალიზი და გაზიარება. 

მოდერატორი: ვატო წერეთელი – მხატვარი

მონაწილეები:
ირინა პოპიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი 
ნოშრევან ჩხაიძე – თბილისის შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რეზო კიკნაძე – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი
ეკატერინე გაბუნია – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საგანმანათლებლო პროგრამის კოორდინატორი