Saturday, June 27, 2015

ალბერტ ალგაიერი დაიბადა 1983 წელს ბრეგენცში (ავსტრია). ამჟამად, ვენის უნივერსიტეტში მუშაობს სადოქტორო ნამუშევარზე იაპონოლოგიის გახრით. ასევე, ის არის ბრეგენცის ბიენალეს თანაკურატორი და სახელოვნებო კოლექტივის, gruppe uno wien თანადამაარსებელი.

ალბერტისთვის ხელოვნება იძლევა საშუალებას, რომ გამოიხატოს ინდივიდუალური ენთუზიაზმი იმ მრავალი საკითხის მიმართ, რომლებიც ინდივიდის ცხოვრებასთან არის დაკავშრებული. სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა, მათ შორის რეზიდენციები, აძლევს მას საშუალებას იპოვოს ამ გატაცების გადმოცემისა და მათი უცხო გარემოში ადაპტირების ახალი გზები - ისევე, როგორც ხშირად გვიწევს ხოლმე ცხოვრების მორგებაც.

თბილისში გეოეარის რეზიდენციაში ყოფნის დროს მან გააგრძელა მუშაობა თავის მიმდინარე პროექტზე "i ♥ thomas hirschhorn", სხვებს გაუზიარა თავისი გატაცება ბუნდოვანი იაპონური ფილმის მიმართ.

მისი საოცნებო პროექტია, სტამბოლში დონერისა და ქაბაბის კაფეს მეპატრონეობა.

29.07.2015 - 19:00

სტუდიო კამპუსი (შოთა მილორავას # 8ა (შესახვევი ბაქრაძის ქუჩიდან), მწვანე კარი!)

cinema shiró არის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ერთ ფილმს. დაახლოებით 15 წლის წინ, ჩემი ცნომისმოყვარეობიდან გამომდინარე, გვიან ღამით ჩავიწერე ფილმი. სატელევიზიო პროგრამაში მას მხოლოდ ასეთი აღწერა ჰქონდა - ექსპერიმენტული და იაპონური. ბევრი არ მიფიქრია, პირდაპირ ჩაწერის ღილაკს დავაჭირე, ხანდახან საჭიროა მიჰყვე ინსტინქტს, იმისთვის რომ აღმოაჩინო რამე გასაოცარი. ეს ყველაფერი იყო იმ დროს, როდესაც არც ჩამოტვირთვა და არც პირდაპირი ნახვის საშუალება არსებობდა, თავად უნდა შეგექმნა შენი პირადი არქივი. ამ ჯადოსნური ღამის შემდეგ, სადაც მივდივარ, ეს ფილმი ყველგან თან დამაქავს და ვიყენებ ყველა შესაძლებლობას მისი ჩვენებისთვის. როდესაც ვუყურებ, ყოველ ჯერზე, იგი სულ უფრო და უფრო მისტიური, მომაჯადოებელი და დამაინტრიგებელი ხდება. თითქმის 80 ჩვენების განმავლობაში, არ შემხვედრია ადამიანი, რომელზეც ამ ფილმმა შთაბეჭდილება არ მოახდინა.