Thursday, February 12, 2015
"ბაზარი, შეხვედრის ადგილი - კაირო - თბილისი"
12-22.02.2015, artellewa-ს სახელოვნებო სივრცე, გიზა, ეგვიპტე
 
Tandem Shaml პროგრამის ფარგლებში გეოეარი, artellewa-სთან (ეგვიპტე) თანამშრომლობით მუშაობდა პროექტზე ბაზარი, შეხვედრის ადგილი - კაირო -თბილისი. 
artellewa-ს რეზიდენცია მასპინძლობდა ქართველ ხელოვანს მაკო კაპანაძეს და გეოეარის კურატორს სოფიო ლაპიაშვილს, რომლებიც პროექტის ფარგლებში მუშაობდნენ ხელოვან ჟაკლინ ჯორჯთან (ეგვიპტე) და კურატორ ჰამდი რედასთან (ეგვიპტე) ერთად.
 
გაცვლითი პროგრამა ეგვიპტელ და ქართველ ხელოვნებს შორის, მათ აერთიანებდა საერთო თემის ირგვლივ: როგორ ზეგავლენას ახდენს ქალაქის განვითარება ტრადიციებსა და კულტურაზე. ჩვენი ძირითადი ორიენტირი იყო ბაზრები და მათი გარდაქმნის ეტაპები ქალაქის განვითარებასთან ერთად და მათი როლი საზოგადოებაში. თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ეს ცვლილებები ურბანულ სეგმენტსა და სამეზობლო/საუბნო ცხოვრებაზე, სადაც ეს ბაზრებია განთავსებული. პროექტი წამოწევს საკითხს ბაზრების აუცილებლობისა თუ საჭიროების შესახებ, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ეკოლოგიას და ჯანმრთელ საკვებს, ურბანულ საკითხებსა და ქალაქის სტრუქტურას, ტრადიციებსა და კულტურას, სადაც საზოგადოების ყველა ფენა ხვდება ერთმანეთს (ქალები და კაცები, ბავშვები და ზრდასრულები, ეთნიკური უმცირესობები და ემიგრანტერბი) ვისგანაც შედგება ქალაქი და ვინც ქმნის მრავალფეროვნებას. 
 
ამ პროცესში, კაიროსა და თბილისის გარემო და მისი შეცნობა იყო შემოქმედებითი შთაგონება .
პროექტის პირველი ნაწილის ფარგლებში გეოეარი მასპინძლობდა ეგვიპტელ ხელოვანს და artellewa-ს ხელმძღვანელს ჰამდი რედას, ასევე მწერალსა და კინო რეჟისორს ჰოსამ ელოუანს, რომელმაც პროექტის ფარგლებში იმუშავა ადგილობრივ ხელოვან მაკო კაპანაძესთან, სოციალურ მეცნიერ მარიამ შალვაშვილთან  და პროექტის ასისტენტ Ketevan Kett ერთად.
პირველი ნაწილის პრეზენტაცია გაიმართა თბილისში, 30 სექტემბერს გალერეა ნექტარში.
 
მონაწილეები:
აჰმად შაუხი (ეგვიპტე), ალე აბდ ელ ჰამიდი (ეგვიპტე), ეიმედ იბრაჰიმი (ეგვიპტე), ჰამდი რედა (ეგვიპტე), ჟაკლინ ჯორჯი (ეგვიპტე), მაკო კაპანაძე (საქართველო) და მოჰამედ ეზი (ეგვიპტე).
 
ტექსტი:
ჰოსამ ელოუანი (ეგვიპტე) - მწერალი და კინო პროდუსერი. ესსე 
მარიამ შალვაშვილი (საქართველო) - სოციალური მეცნიერი. კვლევა

არქივის მასალა:
საქართველოს ეროვნული არქივი

გურამ წიბახაშვილის პირადი არქივი (საქართველო)
ნაბილ ბოტროს პირადი  არქივი (ეგვიპტე)