Saturday, October 2, 2010
ბოლო ასანთი
პროექტი ინიცირებულია დავიდ შილტერის (გამოფენის კურატორი) და მარტინ ზუტისის (კომიქსების მხატვარი ლატვიიდან) მიერ.
ნინი ფალავანდიშვილი (გამოფენის კურატორი თბილისში)
ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორის მუზეუმში (ქარვასლა)
პროექტი ჩატარდა "არტისტერიუმი", თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების გამოფენის ფარგლებში, 
2-10 ოქტომბერი, 2010
 
 
ბოლო ასანთი
რა ხდება, როდესაც არ არსებობს გამოფენის ბიუჯეტი, მაგრამ მაინც გსურს გააკეთო რაიმე არსებითი?
ლატვიურმა კომიქსების ჟურნალმა kuš!-მა მოიწვია საერთაშორისო ილუსტრატორები და კომიქსების მხატვრები, რათა თითქმის არაფრისგან შეექმნათ რაიმე დიდი. kuš!-მა ქაღალდიც კი დაზოგა და აიძულა მხატვრები "ბოლო ასანთის" ინტერპრეტაცია შეესრულებინათ 0,00166 მ2 ზომის ქაღალდის ჩამონაჭერზე. ამგვარად, პატარა ნამუშევრები იოლად შეგროვდებოდა რამოდენიმე ასანთის კოლოფში. გამოფენისთვის ნახატები იღება კოლოფებიდან და ლურსმანის ნაცლად თითოეული ნამუშევარი ელეგანტურად იკიდება თავისივე ასანთის ღერზე.
გამოფენა არის გონებამახვილური კომენტარი "ო-რა-საშინელ" ფინანსურ კრიზისზე და ხელოვნების გამოფენების გადასარჩენად ახალი სტრატეგიების ძიებაა. პროექტი დაიწყო რიგაში 2009 წლის შემოდგომაზე 150 ხელოვანის მონაწილეობით მთელი მსოფლიოდან: ჩინეთი, ფინეთი, აშშ, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია, ავსტრალია. უკვე მაშინ, პროექტი მიჩნეულ იქნა, როგორც მსოფლიოში ყველაზე დიდ პატარა ხელოვნების გამოფენად.

 
2010 წლის შემოდგომისთვის 240-ზე მეტი ნამუშევარი შეგროვდა მზრდადი გემოფენისთვის, რომელიც პირველად რიგაში, ხელოვნების ფესტივალზე იქნა ნაჩვენები, შემდეგ კი მოგზაურობა განაგრძო ლისაბონში, ლინცში, ჰარლემში, ერლანგენში და ლაიფციგში, ვიდრე თბილისში 43 სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანების ნამუშევრის მონაწილეობით ჩამოვიდოდა. თბილისში კოლექციას დაემატება 10 ქართველი ხელოვანის მიერ შესრულებული ნამუშევარი: სანდრო ასათიანი, ნინო ბინიაშვილი, რუსა გამყრელიძე, თამარა კალხიტაშვილი, რუსო ყიფიანი, დათო მაჭავარიანი, მაია სუმბაძე, ანა ტაბატაძე, ანუკა ცერცვაძე
 
kuš! (გამოითქმის კუშ! ლატვიურად ნიშნავს "სუ, იგივე პსსსტ") არის საერთაშორისოდ ცნობილი ერთადერთი ლატვიური კომიქსების ჟურნალი, რომელიც 2007 წლიდან არსებობს. kuš! გამოდის წელიწადში 4-ჯერ, ზოგჯერ როგორც ჯიბის ზომის ჟურნალი, ზოგჯერ კი როგორც დიდი ზომის პლაკატი ან საფოსტო ბარათების კრებული. kuš! სთავაზობს ლატვიელ ხელოვანებს პლატფორმას მათი კომიქსების დარგში ექსპერიმენტების განხორციელებლად. ლატვიური კულტურის განვითარების ხელშესაწყობაედ kuš! ასევე ეპატიჟება საერთაშორისო ხელოვანებს ჟურნალთან თანამშრომლობისათვის, ამასთან ერთად ლატვიაში კომიქსების პოპულარიზაციის და ლატვიელი ხელოვანების ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაცნობის მიზნით ეწყობა ვორკშოპები და გამოფენები. ჟურნალის კურატორი გახლავთ დავიდ შილტერი, შვეიცარელი ემიგრანტი ლატვიაში.
 
Fanzine კომიქსების ვორკშოპი/სახელოსნო
სახელოსნოს ფარგლებში წარმოდგენილი იქნა რამდენიმე საერთაშორისო fanzine კომიქსი (თვითნაბეჭდი დამოუკიდებელი გამოცემები) და გაიმართა საუბარი fanzine-ების იდეის და მათი შექმნის სხვადასხვა შესაძლებლობების შესახებ. ასევე, შესწავლილი იქნა კომიქსების შექმნის ძირითადი საფუძვლები და წარმოდგენილი იყო ერთ-ერთი ყველაზე იოლი გზა fanzine-ის შექმნისა. ერთობლივი განხილვის შედეგად, ადგილზე შეიქმნა და დაიბეჭდა კომიქსების fanzine. 
 
პროექტის მხარდამჭერი ლატვიის საკონსულო საქართველოში.