Friday, November 16, 2012
დროებითი დღეები: თბილისი
სიმპოზიუმი და გამოფენა, თბილისი, საქართველო. 
 
შესაძლებელია თუ არა, რომ იმ სოციო-პოლიტიკურმა გარემომ, რომელშიც ჩვენ ვმოღვაწეობთ და იმ სირთულეებმა, რომელთაც ვაწყედებით, მიგვიყვანონ ხელოვნების შექმნისა და გამოფენის ახალ გზებამდე? სიმპოზიუმი და საგამოფენო პროექტი „დროებითი დღეები: თბილისი“ გამიზნული იყო შეექმნა ქსელური პლატფორმა სხვადასხვა სოციო-კულტურულ კონტექსტში მოღვაწე ხელოვანთა და კულტურის მუშაკებისთვის. მთავარი მიზანია იმ შესაძლებლობების აღმოჩენა იყო, რომლებიც ხელს შეუწყობდა საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებასა და ახალი ინიციატივების ჩამოყალიბებას, რაც მოიცავს ტრანსნაციონალურ თანამშრომლობას. პროექტის საწყისი წერტილი იყო მონაწილეთა პერსპექტივები, რისთვისაც მთავარია ხელოვანად ყოფნის გამოცდილება, რაც საზოგადოების მდგომარეობასა და ხელოვნების სხვადასხვა კონტექსტში არსებობის ფაქტორს უფრო ფართოდ გვანახებს. 
პროექტის მონაწილეები შვედეთის, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა, პროექტში ასევე მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც, რომელთაც ამ რეგიონის სახელოვნებო პრაქტიკასთან დაკავშირებული გამოცდილება აქვთ. განხილვისას ყურადღება დაეთმო იმ თემებს, თუ რა რატომ ხდება კონტექსტების განანსხვავება მაშინ, როდესაც ხელოვნების არსებობის საკითხი დგება. ასევე, იმ სირთულეებს და შესაძლებლობებს, რაც ამ პროცესებს მოჰყვება. ამ შემთხვევაში, პერსპექტივა ყოველთვის ხელოვანისგან მოდის. 
 
სიმპოზიუმი კალმარის ხელოვნების მუზეუმის  და გეოეარის თანამშრომლობის შედეგი იყო, რომელსაც ფინანსურად მხარს უჭერდა შვედური ინსტიტუტის Creative Force პროგრამა. ასევე, პროექტი განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან თანამშრომლობით. კალმარის ხელოვნების მუზეუმს და გეოეარს აქვთ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის დიდხნიანი გამოცდილება.
სიმპოზიუმი და მონაწილეთა ინტენსიური გაცვლითი სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია გაიმართა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში.
 
მონაწილეები: 
მარიკა ასათიანი (საქართველო), ევგენია ბელორუსეტსი (უკრაინა), თაკო ჭაბაშვილი (საქართველო), ლადო დარახველიძე (საქართველო), ლაურა ჰეთფილდი (კანადა/შვედეთი), გუსტავ ჰელბერგი (შვედეთი), იოანა ქარლინი (შვედეთი), ემელი ფერსონი (შვედეთი), პარან პური (ირანი/გერმანია), შტეფი შონე (გერმანია), გიორგი ტაბატაძე (საქართველო), ვლადიმირ უსი (მოლდოვა)