Monday, August 29, 2011
დრო მომავალი, დრო წარსული
ერთდღიანი პროექტი საჯარო სივრცეში: ხელოვნება, არქიტექტურა, კონცერტი და სხვა.
ნინი ფალავანდიშვილის პროექტი
29 აგვისტო, 2011 წ. 
ყოფილი კაფე ,,ფანტაზია”, ,,ურჩხული”, ბათუმის ბულვარი, საქართველო
არქიტექტორი: გიორგი ჩახავა (1923-2007)
მოზაიკა: ზურაბ კაპანაძე (1924-1989)
მონაწილე მხატვრები: კახა ემირიძე, ლევან კაკაბაძე, სალომე მაჩაიძე, დავით მესხი, ნატალია სალუქვაძე, მაია სუმბაძე, თამუნა ქარუმიძე, რეზო ღლონტი, გიზო ჩიგოგიძე, ანი ჩორგოლაშვილი, გელა ძნელაძე
მუსიკა: თომა ჩალაძე, ირაკლი შონია, ჯამაიკა ჯეკი
 
დღეს, როდესაც ბათუმს ახალი სიცოცხლე და მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო ძველი დროის განსაკუთრებული ნამუშევრები ხელახლა ფასდება და აღიარებას პოულობს (კაფე „ფანტაზიას“ არქიტექტორის, გიორგი ჩახავას ყველაზე ცნობილი შენობა, საქართველოს საავტომობილო გზების ყოფილი სამინისტრო თბილისში, შევიდა ცნობილი საგამომცემლო სახლის TASCHEN-ის ახალ გამოცემაში Frédéric Chaubin, Cosmic Communist Constructions Photographed). ჩვენი გვსურდა, ამ პროექტით ბათუმის ერთი კონკრეტული შენობისათვის, რომელიც ჩვენი ბავშვობის და მოგონებების სიმბოლოდ დარჩა, ერთი დღით დაგვებრუნებინა ძველი სიცოცხლე.
 
კაფე „ფანტაზია“ არის მოზაიკური ფუნქციური ნაგებობის იშვიათი ნიმუში საქართველოში. 2000 წლების დასაწყისამდე ჯერ კიდევ ფუნქციონირებადი კაფე, დღესდღეისობით უკვე სკულპტურულ ნამუშევრად აღიქმება. რვაფეხას (ბიოლოგიურად) ახასიათებს მეხსიერების სისტემა, რომელიც იტევს, როგორც მოკლე ასევე გრძელვადიან მეხსიერებას. ეს რვაფეხაც ერთგვარად დროის მოწმედ გვევლინება, არსებობის 30 წლის მანძილზე, იგი იყო მოწმე მის გარშემო მიმდინარე ცვლილებებისა, რომელთაც მის გარეგნობასაც დაამჩნიეს კვალი. ახლა კი დგას “ურჩხულად” წოდებული რვაფეხა და ელის მომავალს.
ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის წარსული მეხსიერება არ არის უმნიშვნელო. იგი მნიშვნელოვანია სუბიექტურად, ფაქტობრივად ყველა ადამიანი ეფუძნება წარსულს, პირად თუ სოციალურ წარსულს, იცის და აინტერესებს ის. წარსული ასევე მნიშვნელოვანია სოციალური კუთხით, ვინაიდან თუ დავივიწყებთ რა მოხდა წარსულში, შესაძლოა მოგვიწიოს ძველი შეცდომების გამეორება.
 
თუმცა, მახსოვრობა დინამიკური პროცესია, იგი არ არის სტატიკური არქივი, არამედ გახლავთ პროცესი. მეხსიერება იცვლება, იგი არასოდეს არის ერთი და იგივე, იგი იცვლება ასაკთან ერთად, დროის განმავლობაში, გამოცდილებასთან ერთად. ცალკეულ ადამიანებს ერთი და იგივე მოვლენის განსხვავებული აღქმა, ინტერპრეტაცია და შესაბამისად მახსოვრობა აქვთ. მახსოვრობა იცვლება და ისტორიაც იცვლება.
მახსოვრობა არ არის მარტო ინდივიდუალური, პირადი გამოცდილება, არამედ იგი არის კოლექტიური სივრცე. ეს არის ფენომენი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აწმყოს, ჩვენი მხრიდან წარსულის აღქმა ყოველთვის აწმყოს გავლენის ქვეშ არის, რაც ნიშნავს, რომ იგი ყოველთვის იცვლება.
სიტყვა “ფანტაზია” კი თავისთავად უკვე წარმოსახვას, მომავალს, იმედს გულისხმობს.
ერთი დღით, ზაფხულის ცხელ დღეს ბათუმში ამ შენობას დაუბრუნდა სიცოცხლე, დამსწრე საზოგადოებას მიეცა საშუალება მთელი დღის მანძილზე მუსიკის ფონზე ეგემა ნაყინი, მიერთვათ გამაგრილებელი სასმელები, და დამტკბარიყვნენ ბათუმის და კერძოდ ამ შენობის ისტორიასთან დაკავშირებული ფოტო და ვიდეონამუშევრების გამოფენით.
 
პროექტის მხარდამჭერები: ევროპის კომისიის ხელოვნების ფონდი (EACEA), ქალაქი ბათუმი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბარამბო, ბაგრატიონი, ბლექ ბარ