Wednesday, May 19, 2010
ევა ხაჩატრიანი დაიბადა 1977 წელს ერევანში, სადაც იგი ცხოვრობს და მოღვაწეობს. ევა ხაჩატრიანი დამოუკიდებელი კურატორი და AICA (საერთაშორისო არტ კრიტიკოსთა გაერთიანება) სომხეთის წევრია. 2003-08 წლებში ხაჩატრიანი კურატორად მუშაობდა თანამედროვე ექსპერიმენტული ხელოვნების სომხურ ცენტრში (ACCEA). 2006-08 წლებში კი იგი ამავე ცენტრის ვიზუალური ხელოვნების დირექტორის მოადგილე იყო. ამჟამად იგი თავის პროექტებს Suburb კულტურის ცენტრში ახორციელებს. ხაჩატრიანი არის http://artnews.am ვებ-გვერდის თანადამფუძნებელი, რომელზეც თვეში ერთხელ სომხეთის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მიმდინარე მოვლენებზე ახალი ინფორმაცია იტვირთება. მისი უახლესი კურატორული საქმიანობა გენდერის და ახალი მედიების თემას ეთმობა.
 
პრეზენტაცია: თანამედროვე ხელოვნების რეპრეზენტაცია სომხეთში
31.05.10 / გოეთეს ინსტიტუტი
პრეზენტაციაზე ევა ხაჩატრიანი განიხილავდა სომხეთის ინსტიტუციონალურ სივრცეში თანამედროვე ხელოვნების რეპრეზენტაციის თემას. მან ისაუბრა სხვადასხვა ორგანიზაციების, კერძო პირების და კულტურის ოპერატორების საქმიანობის შესახებ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით სომხეთის თანამედროვე სახელოვნებო სივრცის ფორმირებაში. პრეზენტაციისას ასევე ნაჩვენები იქნა სომხეთში მცხოვრები ხელოვანების ნამუშევრები.