Friday, May 30, 2014

იზა როგუცკა პოლონელი ხელოვანია, რომელიც ვარშავაში ცხოვრობს და მხატვრობასა და ინსტალაციაზე მუშაობს. იზამ დაამთავრა პოზნანის ხელოვნების აკადემიის მხატვრობის ფაკულტეტი (2007-2012) და ვენის ხელოვნების აკადემია (პაველ ალტჰამერისა და იულიან გოეთეს სახელოსნო, 2010-2013). 2008 წლის ოქტომბერი - 2009 წლის თებერვლის პერიოდში გრანადის უნივერსიტეტში (ესპანეთი) მუშაობდა სადიპლომო ნამუშევარზე პროფესორ ანდრჟეი ზდანოვიჩის ხელმძღვნელობით.

თავისი ნამუშევრებისთვის იზა როგუცკას მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო. მათ შორის არქიტექტურული კონკურსის Re-Vita Wielkopolsko (პოსტინდუსტრიული შენობების გაცოცხლება, 2010) მეორე პრიზი. 2013 წელს ის გახდა ვროცლავის გეპერტის სახელობის მეთერთმეტე კონკურსის ფინალისტი. როგუცკას მონაწილეობა აქვს მიღებული პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში: ქალაქის თამაშები, Old Powder House (ვარშავა, პოლონეთი, 2014), უხერხულად ბუნებაში, Raumacht Gallery (ვენა, ავსტრია, 2012), წმინდა და წარმართული სიყვარული, Ludwik Zamenhof Center (ბელოსტოკი, პოლონეთი, 2011), ნაპოვნი ნივთების ბიურო, Franz-Josephs-Bahnhof (ვიდენი, ავსტრია, 2013), ფრთილად! ნახატი! გეპერტის სახელობის მეთერთმეტე კონკურსი (ვროცლავი, პოლონეთი, 2013).

თბილისში, პროექტ „აღმოაჩინე ელიავას“ ფარგლებში ის თანამშრომლობდა ხელოვან დადა (გიორგი) მაღრაძესთან.