Monday, November 3, 2014
 

პროექტი შეეხებოდა მიგრანტების თბილისში ცხოვრებისა და ინტეგრაციის სირთულეებს. ამ შემთხვევაში, ეს არიან ადამიანები, ვინც ბოლო ათი წლის მანძილზე ჩამოვიდნენ და გადაწყვიტეს თბილისში სამუდამოდ თუ დროებით ცხოვრება. თუმცა, ერთმანეთის კულტურების შესახებ ინფორმაციის გაცვლა საკმაოდ იშვიათია „მასპინძლებსა“ და „ახლადჩამოსულ სტუმრებს“ შორის. შესაბამისად, გარკვეული სტერეოტიპებიც ჭარბობს.

მიგრანტთა საოჯახო საქმეები და კულინარიული ისტორიები სოციალურად ჩართული სახელოვნებო ნამუშევრების თემად ვაქციეთ. მათი პერსონალური ისტორიები და ყოველდღიურობა სახეცვლილი და წარმოჩენილი იქნა საჯარო სივრცეებში ინტერვენციების საშუალებით. ამ ღონისძიებების დროს, სხვადასხვა კულტურების საკვების მომზადებისა და დაგემოვნების პარალელურად, ვსაუბრობდით მიგრაციის სხვადასხვა ასპექტებზე. მთლიანობაში, პროექტი ასევე შეეხებოდა საჯარო სივრცის საკითხს, რომელიც შეიძლება რომ გარდაიქმნას ალტერნატიული ღონისძიებების ჩასატარებელ ისეთ სივრცედ, სადაც ჩვენს ირგვლივ არსებული მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული საკითხები განიხილება.  

ასევე, პროექტის ფარგლებში 3 უცხოელი ხელოვანი/მკვლევარი სტუმრობდა  გეოეარის რეზიდენციას. მათ განახორციელეს სოციალურად ჩართულ სახელოვნებო პროექტები საჯარო სივრცის, მიგრაციისა და საკვების ურთიერთდაკავშირებული თემების ირგვლივ.

სოციალური მეცნიერებისა და ხელოვნების სფეროს ახალგაზრდა პროფესიონალებთან თანამშრომლობით შეიქმნა თანხმლები პუბლიკაციები, რომლებიც მოიცავს იმ ისტორიებსა და ვიზუალურ მასალას, რაც თბილისში მცხოვრებ მიგრანტებთან საველე სამუშაოს დროს იქნა მოგროვებული. პუბლიკაციების დიზაინზე იმუშავეს  CES-ის (Creative Education Studio) სტუდენტებმა ლადო კობახიძის ხელმძღვანელობით.

პროექტი „კულინარიული წარმოდგენები: თბილისელი მიგრანტების ისტორიები” შექმნილი და წარმოდგენილია გეოეარის მიერ. პროექტი განხორციელდა პრინც კლაუსის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტი განხორციელდა ნინი ფალავანდიშვილისა და დათა ჭიღოლაშვილის მიერ, თამარა ბოკუჩავასთან (სოციალური ფოტოგრაფიის ფონდი კავკასიაში) თანამშრომლობით.

პროექტზე დამატებითი ინფორმაციისა,  თუ პარალელური აქტივობების შესახებ ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ასევე ეწვიოთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს.