Sunday, April 1, 2012
მაგდალენა კუხტოვა არის მუტიმედია ხელოვანი სლოვაკეთიდან. საჯარო სივრცე არის მისი შემოქმედების ძირითადი თემა, რომელიც მას აინტერესებს თავისი თანამედროვე ფორმით, სადაც აკუმულირებულია ადგილმდებარეობა, ისტორია, კულტურა, სოციალური ყოფა და სხვადასხვა შრეები. ხელოვანის მიზანია აითვისოს საჯარო გარემოს სოციალური, ისტორიული და კულტურული შრეები და შეაღწიოს მასში საკუთარი ვიზუალური ინტერვენციით. მაგდალენას პროექტების სხვა მაკავშირებელი საშუალება და განუყოფელი ნაწილი არის ტექსტი, რომელიც მისთვის საინტერესოა სემანტიკური შესაძლებლობების ანდა მოცემულ გარემოში გამომხატველობის კუთხით, რომელიც ააშკარავებს შესაძლო პოლიტიკურ, ისტორიულ ურთიერთკავშირებს, ან თაობათა შორის ურთიერთობებს.
 
ვორქშოფი 23.04.2012 
თბილისის სამხატვრო აკადემია, მედია ხელოვნების ფაკულტეტი
 
„რამდენ დროს ვატარებთ ჩვენ საზოგადოებრივ სივრცეში? რას ვაკეთებთ იქ?
ქალაქში სეირნობით ვცდილობთ შევისწავლოთ საზოგადოებრივი სივრცის ხარისხი იმისთვის, რომ პირდაპირი, ფიზიკური კონტაქტი გვქონდეს საჯარო სივრცესთან.
სეირნობა, როგორც ფიზიკური ასპექტი, გვეხმარება ქალაქის გრზნობით აღქმაში.
ჩვენ ფოკუსს გავაკეთებთ მარტივ სოციალურ აქტივობებზე და ურთიერთქმედებებზე, რაც დამოკიდებულია ქალაქის მატერიალურ გარემოებაზე.
ვორქშოფს /როგორც *თამაშს*/ ექნება ქალაქის პრაქტიკული რუკის შექმნის ხასიათი და მონაწილეები თავად განსაზღვრავენ და გააანალიზებენ მათივე დავალებებიდან გამომდინარე. ამგვარად შეიქმნება მონაცემთა ბაზა და მოღებული მონაცემები გამოყენებული იქნება, როგორც სახელოვნებო მასალა არტეფაქტების შესაქმნელად.“
 
2012 წლის მაისში მაგდალენა კუხტოვა მონაწილეობდა გეოეარის პროექტში "undergo. the parallels" ნამუშევრით „ყოველ 9 წუთში".

მაგდალენა კუხტოვას რეზიდენცია დაფინანსებული იყო ევროკომისიის კულტურის პროგრამის მიერ.