Wednesday, June 1, 2011
გეოეარის პროექტი „მეორე შანსი” წარმოდგენილი იქნა "Atlantis 11“ ის ფარგლებში ვენეციის 2011 წლის ბიენალეზე.
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
გამოფენა: 1-5 ივნისი, 2011 / დისკუსია: 2-3 ივნისი, 2011
Collegio Armeno Moorat-Raphael, Palazzo Zenobio, ვენეცია
 
ვენეციის 54-ე ბიენალეს წინასწარი დათვალიერების დღეებში, ქსელ ATLANTIS-ის ფარგლებში (რომელიც  კულტურის სფეროში გაცვლითა და თანამედროვე ხელოვნების სფეროში მომუშავე შვიდი ინსტიტუტის თანამშრომლობით აკავშირებდა შვიდ ევროპულ ქალაქს ბერლინიდან ერევნამდე) მოეწყო გამოფენა ATLANTIS '11 და დისკუსიების სერია თემით „ძალაუფლება და თანამედროვე ხელოვნება.
 
 
პროექტი „მეორე შანსი” წარადგენდა ხელოვანთა/კურატორთა იმ ხუთ საპროექტი განაცხადს, რომლებიც ვენეციის 54-ე ბიენელეს კონკურსისთვის წარდგენილი იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 2010 წლის ნოემბერში გამოცხადებული კონკურის ფარგლებში. კონკურსის პირობების თანახმად 2010 წლის 22 ნოემბრამდე მოკლე კონცეფცია და პორტფოლიო უნდა ყოფილიყო გაგზავნილი სამინისტროში.
 
წარმოდგენილი იყო 4 პროექტი:
ნატალია ამირეჯიბი დე პიტა, გია ბუღაძე, ოლეგ ტიმჩენკო
კონსტანტინე მინდაძე
ლევან მინდიაშვილი
ილიკო ზაუტაშვილი
ლევან ჭოღოშვილის პროექტი მოწოდებული არ იქნა მხატვრის მიერ.  
ამ ხუთი პროექტიდან არცერთი ყოფილა განხილული კონკურსის ფარგლებში. იმ წელს საქართველო წარადგინა თამარ კვესიტაძემ, ხელოვანმა რომელმაც საქართველო ვენეციის 52-ე ბიენალეზეც წარადგინა (ორ სხვა მონაწილესთან, სოფო ტაბატაძესთან და ეთერ ჭკადუასთან ერთად).
 
ღონისძიება ATLANTIS '11 მოეწყო პროექტ HEICO (Heritage, Identity and Communication in European Contemporary Art Practices)-ს ფარგლებში, რომლის მიზანიც იყო მონაწილე ქვეყნებში იდენტობის ანალიზის ხელშეწყობა. პროექტ Atlantis-ის შემდგომი განვითარება წარმოადგენდა ვორქშოპების სერიასა და კონფერენციებს მონაწილე ქვეყნებში, ასევე, სახელოვნებო რეზიდენციებს ფლოვდივში (ბულგარეთი), ერევანში (სომხეთი), თბილისში (საქართველო), ბრატისლავასა (სლოვაკეთის რესპუბლიკა) და კიშინიოვში (მოლდოვა).
ATLANTIS '11-ის გამოფენა წარმოადგენდა პლატფორმას, სადაც შესაძლებელი იყო ამ ქვეყნებში გაჩენილი პროექტების წარდგენა და განხილვა.
 
 
პროექტში ბულგარეთს წარმოადგენდა Art Today Association – Center for Contemporary Art (ფლოვდივი), რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე ხელოვნების ალტერნატიულ და ექსპერიმენტულ ფორმებს. SPACE არის პროექტი სლოვაკეთში. ეს არის არაკომერციული გალერეა და მოიცავს რამდენიმე დამოუკიდებელ პროექტს, რომლების კონცენტრირებულია თანამედროვე ხელოვნების წარდგენაზე, რეზიდენციებზე, საჯარო ხელოვნებასა და პუბლიკაციებზე. ACSL – Art and Cultural Studies Laboratory არის სომხეთში არსებული დამოუკიდებელი, არასამთავრობო  ორგანიზაცია. ის ქმნის სტაბილურ პლატფორმას კრიტიკული ანალიზისთვის, ინფორმაციის გაცვლისა და კომუნიკაციისთვის, რაც ხელს უწყობს თანამედროვე შემოქმედებითი პროცესების განვითარებას. KSA:K – Center for Contemporary Art ხელს უწყობს თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკის და ახალი ფორმების განვითარებას მოლდოვაში. პროექტის პარტნიორები გერმანიიდან იყვნენ: ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი (ბრანდენბურგი) და Rohkunstbau
 
პროექტი დაფინანსებული იყო ევროპის კომისიის მიერ.