Wednesday, May 21, 2008
ნამუშევრების პრეზენტაცია
არსის საგამოფენო დარბაზი
 
ახალგაზრდა კონცეპტუალისტი ხელოვანი ნინო სეხნიაშვილი მუშაობს სხვადასხვა მედიაში. დაამთავრა გრაფიკის კლასი თბილისის სამხატვრო აკადემიაში. დიუსელდორფის აკადემიაში სწავლობდა როზმარი ტროკელის კლასში. მიღებული აქვს სტიპენდიები დასავლეთ ევროპის არტ რეზიდენციებში. იგი მუშაობს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ფოტოგრაფ ქეთი სიამაშვილთან ერთად. ნინო სეხნიაშვილის ნამუშევრები ნაჩვენებია გალერეებში საქართველოში, სომხეთში, რუსეთში, გერმანიაში, ავსტრიაში, ნორვეგიაში. მისი ნამუშევრები ანვითარებს ადმიანის (ხშირად ქალის) იდენტობასთან, ურბანიზმთან, გენდერთან, გარემოს საკითხებთან დაკავშირებულ თემებს.