Friday, February 28, 2014
ოლექსანდრე ბურლაკა 1982 წელს დაიბადა კიევში (უკრაინა). 2005 წელს დაამთავრა მაგისტრატურა კიევის არქიტექტურისა და კონსტრუქციის ეროვნულ უნივერსიტეტში.
ის არის არქიტექტორი და ხელოვანი და „გრუპა პრედმეტოვ“-ის, „მელნიჩუკ-ბურლაკა“-ს, დამოუკიდებელ კურატორთა ასოციაცია „ხუდრადა“-ს, ხელოვნების მუშაკ თავდამცველთა ინიციატივის წევრი. ასევე, ის არის დიზაინერი და ფოტოგრაფი. ცხოვრობს და მუშაობს კიევში.
 
ოლექსანდრე ბურლაკას, როგორც არქიტექტორის შემოქმედება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და იკვლევს არქიტექტორების როლს, იდეოლოგიას და პასუხისმგებლობას დღევანდელ დღეს. ოლექსანდრეს კონტრიბუცია შესულია ვენის არქიტექტურული ცენტრის გამოცემაში „საბჭოთა მოდერნიზმი 1955-1991: უცნობი ისტორია“, რისთვისაც მან გააკეთა კვლევა და შეაგროვა წიგნში შესული მასალა. ოლექსანდრე ასევე არის „კიევპროექტი, კიევის საბჭოთა მოდერნიზმის ნაგებობები“ ერთ-ერთი ავტორი. ამჟამად იგი მუშაობს ქალაქის გზამკვლევისთვის კიევის არქიტექტურისთვის მნიშვნელოვანი შენობა-ნაგებობების დოკუმენტაციაზე.
 
მისი ბოლო დროის გამოფენები:
2013 წლის პინჩუკის ხელოვნების ცენტრის ჯილდოსთვის შერჩეულ 20 ხელოვანთა გამოფენა, PAC, კიევი;
2013 Extraordinary and plenipotentiary, ArtPlay, მოსკოვი, 2013;
ბერგენის ასამბლეა 2013, ბერგენი, ნორვეგია;
SPACES: Architecture of Common, ფონდი თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, კიევი, 2013;
Ukrainian news, თანამედროვე ხელოვნების ცენტრი Ujazdowski Castle, ვარშავა, 2013;
City Porn, ვიზუალური კულტურის კვლევის ცენტრი, კიევი, 2011;
Якщо/Если/If, PERMM, Perm, 2010;
Homestories ll, Arttransponder, ბერლინი, 2009.
 
რეზიდენცია მოეწყო ევროკავშირის პროექტის SPACES ფარგლებშიპროექტი ფინანსდებოდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის გზით.