Friday, June 7, 2013

პროექტი "ბაღი ბორბლებზე" ერთი დღით მასპინძლობდა ანთროპოლოგიის სტუდენტის, ანა რამაზაშვილის და გეოეარის ერთობლივ პროექტს “გამწვანილება.” ბაღის მცენარეები ამ პროექტის ფარგლებში გახდა მწვანილი - შესაძლებელი იყო ქოთნებში სხვადასხვა მწვანილის, როგორიც არის ქინძი, ოხრახუში, კამა, რეჰანი შეძენა, ასევე, მოხდა მათი თესლების გაყიდვა.
ეს მწვანილები წარმოდგენილი იქნა ალტერნატიულ ქოთნებში, როგორიც არის პლასმასის ბოთლები, წვენის მუყაოს ყუთები და მსგავსი კონტეინერები.
ადგილზევე მოეწყო “პარტიზანული” გამწვანების ვორკშოპი, სადაც ნაჩვენები იქნა, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ მეორადი მასალისგან "ქოთნების" და მებაღეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთის დამზადება. შემეცნებითი კუთხით თითოეული მწვანილის შესახებ შეიქმნა საინფორმაციო ბროშურები, რომლებიც მოიცავდა ამ მწვანილების წარმომვალობის ისტორიას, საინტერესო ფაქტებსა და სამკურნალო, თუ სხვა სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაციას.

“ბაღი ბორბლებზე. გამწვანილება” განხორცილედა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.

ასევე, პროექტი დაფინანსდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს - შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ.