Friday, May 17, 2013
ქალაქში არსებული პრობლემატური საკითხების, საჯარო სივრცისა და ეკოლოგიის გადააზრება/გააქტიურების მიზნით, შედგა თანამშრომლობა ჯგუფ კარი კუთხეზე (DontheC, ნატა ნებიერიძე და დალი დარჯანია) და გეოეარს შორის. ჯგუფს გაუჩნდა სურვილი თბილისში არსებული „ბეტონიზაციის“ ტენდენციის გამო შეექმნა მოძრავი ბაღი ბორბლებზე, რომელიც გარდაქმნიდა საჯარო სივრცეს თავისი მოძრავი სტურქტურის მეშვეობით გამწვანებულ ზონად და საზოგადოებას შესთავაზებდა ინტერაქციულ გარემოს.
ბაღი თავად წარმოადგენდა საჯარო სივრცეს და ჩნდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც ქალაქის აქტიური, რუტინული მოძრაობა მთელი სიმძაფრით იჩენდა თავს. ბაღი წარმოშობდა ერთგვარ პაუზას, სადაც ყოველ გამვლელს შეეძლო მისვლა, დასვენება, ბაღის რესურსების გამოყენება - ბიბლიოთეკა, მუსიკის მოსმენა, თანამედროვე ხელოვნება...
 
ბაღი თავისი არსებობით ცდილობდა საზოგადოებისთვის შეეხსენებინა მწვავე პრობლემური საკითხები:
 
• საჯარო სივრცე - გამოყენება, აღქმა, შეგრძნება, პასუხისმგებლობა და მასზე უფლება
• ეკოლოგია - გამწვანების და სარეკრეაციო ზონების აუცილებლობა და მათი მოვლა
 
ბაღი ბორბლებზე ქალაქში აჩენდა ალტერნატიულ საჯარო სივრცეს, დატვირთულს თანამედროვე ხელოვნებით და სასაიამოვნო გამწვანებული გარემოთი.
ამ თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა პროექტი „ბაღი ბორბლებზე სტუმრად ელიავაზე“.
ბაღი ბორბლებზე, ორი მოძრავი გასაშლელი ყუთი ეძებდა ადგილებს ქალაქში, რათა გადაქცეულიყვნენ ბაღად და მწვანე კუნძულებთან ერთად ქმნიდნენ თანამედროვე ხელოვნების პლატფორმას ქალაქში.
 
18.05.2013
13.00 მზესუმზირა გემით ჯგუფი დონტეკ 
13.00 - ‘ელიავას ისტორიების’ შეგროვება 
14.00 ადგილზე მოგროვილი, მეორადი მასალისგან შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების პრეზენტაცია (ოდ ბენჰაიმი და ნორა ფრომანი - ვიზუალური ხელოვნების აკადემია (HGB), ლაიფციგი, დაჩი ჭეჟია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შტეფი შონე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,ფოტოგრაფიის პედაგოგი და მისი მოსწავლეები, სოფო მიმინოშვილი, სანდრო სულაბერიძე, მარიამ ასლანიშვილი) 
15.00-17.00 ხატვის ღია გაკვეთილი ლუიზა ლაფერაძესთან ერთად
16.00 რეზინობანა 
19.30 ლექცია ეკოლოგიის თემაზე -კახა ბახტაძე (CENN), საქართველოს ახალგაზრდა მწვანეები 
20.00 ოჯახური დიეტა - დოკუმენტური ფილმი. რეჟ. ჯონ ვებსტერი, ფინეთი 2008, 85 წთ. (ფილმი მოგვაწოდა ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“)  
 
19.05.2013
13.00 მზესუმზირა გემით ჯგუფი დონტეკ 
13.00 ადგილზე მოგროვილი, მეორადი მასალისგან შექმნილი სტუდენტური ნამუშევრების პრეზენტაცია (ოდ ბენჰაიმი და ნორა ფრომანი - ვიზუალური ხელოვნების აკადემია (HGB), ლაიფციგი, დაჩი ჭეჟია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შტეფი შონე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,ფოტოგრაფიის პედაგოგი და მისი მოსწავლეები, სოფო მიმინოშვილი, სანდრო სულაბერიძე, მარიამ ასლანიშვილი) 
13.00 - ‘ელიავას ისტორიების’ შეგროვება 
15.00-17.00 ხატვის ღია გაკვეთილი ლუიზა ლაფერაძესთან ერთად
19.00 – ‘ელიავას ისტორიების’ შეჯამება 20.00 ვიდეო ნამუშევრების ჩვენება (გიო სუმბაძე) 
20.30 ქუჯი დავითულიანი და მიხო მირზაშვილი, ელექტრო აკუსტიკური მუსიკა
 
“ბაღი ბორბლებზე სტუმრად ელიავაზე” განხორცილედა პროექტ სივრცეების (SPACES) ფარგლებში. პროექტი ფინანსდებოდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით. პროექტი ასევე ფინანსდებოდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს/ შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის სამხრეთ კავკასიაში და კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორიის მიერ.