Friday, May 10, 2013
ბეთლემის უბანი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული ნაწილია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ საუკუნეების მანძილზე. ბეთლემის უბნის რევიტალიზაციას ორგანიზება გაუწია ICOMOS საქართველომ ადგილობრივ თემთან თანამშრომლობით. პროექტი „მოგზაური საკვები. ბეთლემის უბნის ისტორიები” ეხებოდა ადამიანთა ჯგუფების გადაადგილებას და „მიგრანტების” ცხოვრებას დანახულს ხელოვნების კუთხით, მათი ისტორიების, წეს-ჩვეულებების, ტრადიციების და პირადი სივრცის საჯაროდ წარმოჩენას. პროექტის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით სამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელ ოჯახთან, რომელიც ბეთლემის უბანში წლებია ცხოვრობს - ბერძენი, სომეხი და ებრაელი ოჯახები.

მიღებული და ფართოდ გავრცელებული აზრია, რომ თბილისი ოდითგანვე მრავალკულტურული იყო და სვადასხვა ეროვნებებისა თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ აქ. ეს შეიძლება „ტრადიციულ ჯგუფებს“ ეხებოდეს, ხოლო ბოლო დროს მომხდარი ცვლილებები ოსტორიაში, პოლიტიკური განვითარება და ჯენტრიფიკაციის პროცესები ამ ჯგუფების ქალაქის გარეუბნებში განსახლებებზე მიგვითითებს, მაგალითად აქ ქურთები საერთოდ გაუჩინარდნენ პირვანდელი ადგილსამყოფელიდან.

საკვები ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის იდენტობის განსაზღვრაში, მას ასევე, გადამწყვეტი ადგილი უკავია ადამიანთა შორის კომუნიკაციაში. ამიტომ, საჭმლის მომზადების პროექტი დაკავშირებული ეთნიკურ იდენტობასთან, ისტორიების თხრობასთან, მათ საჯაროდ გაზიარებას, ხელოვანების მიერ ამ თემაზე ბროშურების შექმნა და ამ ყველაფერზე სახელოვნებო პროექტის გაკეთებით ჩვენი მიზანი იყო თბილისში მაცხოვრებელ სხვადასხვა ეროვნების თუ ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებს შორის მეტი კომუნიკაციის დამყარება და ცნობიერების ამაღლება.
 
პროექტი მოიაზრებდა ახალგაზრდა პროფესიონალების და სტუდენტების ჩართულობას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათთვის ანთროპოლოგიური მიდგომისა და თანამედროვე ხელოვნებაში ინტერდისციპლინარულ თანამშრომლობის გაცნობას. სოციალურ-კულტურული ანთროპოლოგიისა და ხელოვნების სტუდენტების ჩართვით, ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა და პრაქტიკის მაგალითზე გვესწავლებინა, თუ როგორ შეიძლება ცოდნის გამოყენება და მორგება ადგილის სპეციფიკურ პროექტებში, სადაც მნიშვნელოვანია მონაწილეთა ჩართულობა მათსავე სასარგებლოდ. 

შერჩეულ იქნა ბეთლემის უბანში მაცხოვრებელი სამი ეთნიკური ჯგუფი, რომლებთანაც ჩატარდა საველე სამუშაოები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მათ კულინარიულ ტრადიციებსა და საკვებს. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ხელოვანები (თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის გრაფიკის და ფოტოგრაფიის ფაკულტეტების სტუდენტები) მუშაობდნენ ანთროპოლოგებთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები) ერთად, რის შედეგადაც მოძიებული ვიზუალური თუ ტექსტუალური მასალა გამოყენებულ იქნა პუბლიკაციის შესაქმენლად.

საკვები და მასთან დაკავშირებული საქმიანობა წარმოადგენდა პროექტის დიდ ნაწილს, იგი გვაჩვენებდა თუ როგორ არის დანახული და გამოხატული სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების იდენტობა საკვებში, და თუ როგორ იცვლება ესა თუ ის საკვები სხვა ქვეყანაში, რა რჩება ორიგინალი/პირვანდელი რეცეპტიდან და რა ტრანსფორმაციას განიცდის იგი მასპინძელი ქვეყნის პირობებიდან და სპეციფიკაციიდან გამომდინარე, თუ რა გარე კონტაქტები მყარდება თემებს შორის რათა შეინარჩუნონ მათი საკვების ტრადიციები. ვამახვილებდით რა ყურადღებას ამ ასპექტზე, ჩვენ ვცდილობდით აგვეხსნა, თუ როგორ ახდენს გავლენას გარე თუ შიდა სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ამ ტრადიციებზე და პირიქით, როგორ იცვლება გარემო სხვადასხვა კომპონენტების ზეგავლენით. გარდა ამისა, ფესტივალის დღეს გარე სივრცეში წარმოდგენილი საცხოვრებელი გარემო იქცეოდა კვების ადგილად, სადაც მაყურებელს ვეპატიჟებოდით მონაწილეთა მიერ მომზადებული საკვების დასაგემოვნებლად, იმისთვის, რომ მათ მოესმინათ მათი პირადი ამბები და მშობლიური ქვეყნის ისტორიებს, მომხდარიყო იდეებისა და რეცეპტების გაცვლა.

პროექტის ფარგლებში, ასევე, განხორციელდა ბავშვებთან და ახალგაზრდებთან ვორკშოპი მეორადი მასალების ხელმეორედ გამოყენების თემაზე. მასალა შეგროვდა ეკო-კულტურული ღონისძიების ფარგლებში. ვორკშოპის ძირითადი მიზანი იყო გარემოს და მისი გაფრთხილების მიმართ ცნობიერების ამაღლება, პლასტმასის ბოთლების და პოლიეთილენის ჩანთების ხელმეორედ გამოყენება გამწვანების მიზნით და ხელოვნების ნიმუშების შესაქმნელად. ვორკშობს უძღვებოდნენ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრის სტუდენტები.
 
პროექტი განხორციელდა გეოეარის მიერ, ICOMOS საქართველოსა და ანთროპოლოგიისა და გრაფიკის სტუდენტებთან თანამშრომლობით (ანა ბენიძე, ანა გზირიშვილი, მაია მალინოვსკა, ანა რამაზაშვილი, ნინი ხუროშვილი, თათია ხუციშვილი, ირაკლი შარვაძე).
 
პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის კულტურის პროგრამის მეშვეობით.
 
თანმხლები პუბლიკაციების ბეჭდვას ფინანსურად ხელი შეუწყო თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა.