Friday, February 14, 2014

სუპერმარკეტი 2014 - სტოკჰოლმის დამოუკიდებელი არტ ბაზრობა გაიმართა 2014 წლის 14-16 თებერვალს, Kulturhuset Stadsteatern-ის მე-3 და მე-5 სართულებზე.

სუპერმარკეტის მიზანი იყო, სახელოვნებო ინიციატივებს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, მისცემოდა გამოფენისა და ახალი კონტაქტების დამყარების საშუალება, როგორც შვედურ, ასევე, საერთაშორისო სახელოვნებო სცენის წარმომადგენლებთან.

გამოფენაში ძირითადად მონაწილეობდნენ არაკომერციული ორგანიზაციები.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

სუპერმარკეტის ბაზრობის ფარგლებში გეოეარი წარადგენდა თავის თავს გალერეა ნექტართან თანამშრომლობაში. გეოეარი არის ინტერდისციპლინარული სახელოვნებო ინიციატივა საქართველოდან, რომელიც თანამშრომლობს სხვადასხვა ინსტიტუტებთან, ინიციატივებთან, ადამიანებთან, რომლებიც დაკავშირებული ან დაინტერესებული არიან თანამედროვე ხელოვნებით. ერთის მხრივ, გეოეარის თანამშრომლობითი პროექტები ყოველთვის დაკავაშირებულია არსებულ კონტექსტთან და მეორეს მხრივ, ჩვენი ღონისძიებების სხვადასხვა სივრცეებში გამართვით, ჩვენ ვთანამშრომლობთ და ხელს ვუწყობთ ამ სივრცეების პოპულარიზაციას. სუპერმარკეტის ბაზრობისთვის ჩვენ ვთანამშრომლობდით გალერეა ნექტართან, შედარებით ახალ და საინტერესო სახელოვნებო სივრცესთან თბილისში, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე, ფართო საზოგადოებისთვის უცნობ, რეგიონულ და ტრადიციულისგან გამიჯნულ ხელოვნებას. ასევე, გალერეა ხელს უწყობს საქართველოდან და უცხოეთიდან თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა დისციპლინების და პრაქტიკების წარდგენას.

http://www.gallerynectar.ge/

სუპერმარკეტი 2014-ის გამოფენის პარალელურად, იმართებოდა სემინარები, პერფორმანსები და კონტაქტების დასამყარებელი შეხვედრები. ასევე, დისკუსიების პროგრამა ფილმების ჩვენებებითა და საუბრებით ხელოვნებაზე და საზოგადოებაზე. 2014 წლის თემა გახლდათ "განსხვავებები".

გეოეარის კურატორი და მენეჯერი ნინი ფალავანდიშვილი მონაწილეობას იღებდა დისკუსიაში თემით:
ცხოვრება ბიუჯეტის მიღმა - დიკუსია ალტერნატიული დაფინანსების სტრატეგიებზე.

როგორ შეიძლება სახელოვნებო და კულტურის სფეროში მოღვაწე ინიციატივებმა იმოქმედონ დაფინანსების ტრადიციული მოდელების მიღმა? დისკუსიის ფარგლებში საუბარი იყო ფინანსური გადარჩენის მეთოდებზე, იდეებზე თუ როგორ შეიძლება გადარჩენის ალტერნატიული სტრუქტურები პასუხობდნენ ცვალებად სახელმწიფო პოლიტიკას, სოციალურ მიმართულებებს და კულტურულ მოდელებს.
მონაწილეები: ნინი ფალავანდიშვილი (გეოეარი, თბილისი), ემი ფი (დანსენს ჰუს, სტოკჰოლმი) და კასპარს ლილგალვისი (ტოტალდობზე, რიგა). მოდერატორი ჯონ ვ. ფაილი (პტარმიგანი, ტალინი).

დისკუსია ჩატარდა AIM ქსელთან თანამშრომლობით.
ხანგრძლივობა 60 წ.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.