Wednesday, April 16, 2014

ჯერალდინ პაოლი - ინტერმედია ხელოვანი, კურატორი და ინტერდისციპლინარული პედაგოგია. იგი ცხოვრობს და მუშაობს მარსელსა (საფრანგეთი) და კასაბლანკაში (მაროკო). 
ჯერალდინ პაოლი სწავლობდა მოსახლეობის სპეციფიკურ ტერიტორიებს უნივერსიტეტების, სკოლების და ინსტიტუციების ფარგლებში.

მისი ანთროპოლოგიური სწავლა კონცენტრირებული იყო უკანასკნელ ათწლეულებში ხალხის ისტორიულ განვითარებაზე, მათ გარემოზე, ურთიერთობებზე და წინააღმდეგობებზე. იგი დაინტერესებულია საერთო იდენტურობასა და მემკვიდრეობაში სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ფასეულობების საკითხების წამოჭრასა და შეფასებაში. გერალდინ პაოლი იკვლევდა ადამიანის იდენტობის თანამედროვე საკითხებს, რომელიც დაკავშირებულია სპეციფიკური ტერიტორიისა და ისტორიის გამოცდილებასთან და იმაზე, თუ როგორ ახდენს ეს გავლენას მოსახლეობაზე, მათ ისტორიასა და კულტურულ იდენტობაზე.

2001 წელს გერალდინ პაოლიმ შექმნა პროექტი Palimpseste, რომელიც  ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანებს, მეცნიერებს, ქორეოგრაფებს, დიზაინერებს, ჰიდროლოგებს, პროგრამისტებს, ფილოსოფოსებს, ფოტოგრაფებს, მუსიკოსებს, მკვლევარებს, განმანათლებლებს, მწერლებს, გეოდეზისტებს და სხვებს. იგი, როგორც კულტურის დიზაინერი და კურატორი იღწვის გააუქმოს საზღვრები, რათა გადაკვეთოს დისციპლინები და შექმნას შესაფერისი ფორმა შეხვედრებისთვის, გაზიარებისთვის და შემოქმედებითი მოძრაობისთვის  სახელად - meshes confluences.

გეოეარის რეიდენციაში ყოფნის დროს ჯერალდინ პაოლი ნინი ფალავანდიშვილთან ერთად მუშაობდა სამომავლო პროექტზე - რეზონანსული შენაკადები. სამყაროთა კვეთა: შემოქმედება გამოძახილში (CONFLUENCES RESONANTS. THE CROSSING OF THE WORLDS: CREATIONS IN ECHO) კონცეპტუალიზაციაზე და სამომავლო თანამშრომლობაზე.
წარმოვიდგინოთ ხელოსანი, რომელიც ჭიმავს კაბელს სამყაროთა შორის, რომელშიც უნდა ჩაიდოს ბადე და თარგი: იგი ბადეში გააბამს სამყაროებს და შექმნის მათ შორის თანამშრომლობას და დინამიკას.
აკუსტიკაში ჩვენ ვილაპარაკებთ რეზონანსზე, კინეტიკაში - მარყუჟზე, ფიზიკაში, როგორც ჰიდროდინამიკაში, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შენაკადები. მაგრამ საერთო ენაზე უნდა ვილაპარაკოთ ქსელზე, თანამშრომლობაზე და საერთო სივრცეზე.

• Palimpseste-ის მოწოდებაა გამოიწვიოს ამგვარი რეაქცია. როგორც შემაკავშირებელი Palimpseste არის კვანძი, შეხვედრა შრომის გაცვლის თანხლებით.
• Palimpseste არის გადამკვეთი ცოდნის ვორკშოფი….
• შესართავთან არის ქმნილება - არც კოლექტიური მუშაობა, არც შერევა - არამედ გადახლართული ტრადიციების ნაყოფი და ცოდნა და ეს ქმნილება ძლიერია გაზიარების საფუძველზე. 
• შორს მოქმედებისა და პერფორმანსისგან, შესრულებული სამუშაო ორივე მხრივ უნდა გაიზარდოს, როგორც საერთო შრომის საფუძველზე, ასევე ღია იყოს ფართო საზოგადოებისთვის: შედგენილი ბუნება, იგი არ არის ეკლექტური, არამედ გაზიარებულია. 
• ეს  გამოძახილი შემოქმედება განასახიერებს ჩვენ იზოლირებულ სამყაროს, რომელიც არ ერწყმის გლობალური კულტურის ტალღებს, არამედ ჩვენთვის ნაცნობ ჩვეულებრივ ფორმებს: სავარაუდოდ, ეს არის გლობალიზაცია.
• როგორც ციფრული ფორუმები მოითხოვენ მოდერატორს, Palimpseste, მდიდარი თავისი თანაცხოვრების გამოცდილებით, ცდილობს დაიჭიროს ეს ძალები და შეამსუბუქოს შენაკადები.  
• როგორ? კითხვების გაზიარებით და უწყვეტი დაპირისპირების ხერხების ტესტირებით.
• ამდენად, საჯარო სივრცის საკითხის დაყენებით, შეგვიძლია ხელოვანები დავუპირისპიროთ იმ გამოწვევას, რომელსაც ისინი მუდმივად ხვდებიან: რა ვაჩვენოთ, როგორ და სად?

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი: საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.