Saturday, April 28, 2012

ჰანს როზენშტრომი არის ფინელი ხელოვანი, დაიბადა 1978 წელს. იგი მუშაობს ინსტალაციაზე. ცხოვრობს სტოკჰოლმსა (შვედეთი) და ჰელსინკიში (ფინეთი). როზენშტრომმა დაამთავრა ჰელსინკის სახვითი ხელოვნების აკადემიია და მიიღო მაგისტრის წოდება სახვითი ხელოვნების დარგში (MFA). იგი მუშაობს ისეთ ადგილის სპეციფიკურ პროექტებზე, სადაც ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება დროსა და სივრცეს. 

“ჰანს როზენშტრომი აგებს  თხრობითობას სივრცულ გამოცდილებებზე საჯარო, სოციალურ ან კერძო სივრცეებში. იგი ეწინააღმდეგება ყოველდღიური სივრცეების ჩვეულ აღქმას, თავის ნამუშევრებში განსაზღვრავს ორივეს - ადგილის და სიტუაციის სპეციფიკას. იგი ადასტურებს ხელოვნების ნიმუშის ან ნებისმიერი სხვა ობიექტის, ღონისძიების, შეხვედრის კონტექსტური მომენტისგან განცალკევების შეუძლებლობას. საწყისი წერტილი ყოველთვის არის გარემომცველი მომენტი. 

როზენშტრომი ყოველთვის იწყებს მუშაობას საზოგადოებრივ სივრცეში მოცემული ადგილის იდენტიფიკაციის ძიებით. იგი აქცევს ყურადღებას სოციალურ სტრუქტურას და მნახველს საშუალებას აძლევს მისთვის ჩვეულ გარემოს შეხედოს ახალი თვალით. ამითი როზენშტრომი ეძებს გზებს ჩაერიოს და აურიოს კიდეც ყოველღიურის წარმოდგენა კონკრეტულ გარემოზე. როზენშტრომის მიზანს არ წარმოადგნს დააწესოს რაიმე წესები თავისი ნამუშევრით, მაგრამ იგი ცდილობს წარმოაჩინოს ალტერნატიული ხედვის და კითხვების საფუძველი. იგი მიისწრაფვის შემთხვევითი და მოულოდნელი აღქმისკენ”. (HANS ROSENSTRÖM: THE SURROUNDING MOMENT ავტორი: აურა სეიკულა)

ჰანს როზენშტრომის რეზიდენცია დაფინანსებული იყო შვედეთის კულტურის ფონდის მიერ.