Wednesday, August 28, 2013
‘ახლა იღვიძებს ზღვა’ - ფილმების ჩვენება ბათუმში
სატელიტგრუპმა და გეოეარმა ზღვის და სანაპიროს თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო ფილმების სამდღიან ჩვენება მოაწყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩრდილოეთისა და შავი ზღვის ჩვენებას, ქართული და ჰოლანდიური ანიმაციური, მხატვრული, დოკუმენტური და ექსპერიმენტული ფილმების მეშვეობით.
ჩვენება გაიმართა კაფეში 'ივერია ბიჩი,' ბათუმის ბულვარის ზღვის სანაპირო (ეშმაკის ბორბალთან), საქართველო
 
სატელიტგრუპი (ჰააგა, ჰოლანდია, დაარსდა 2006 წელს) ხელოვნების და კულტურის გზით იკვლევს თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ზღვა და წყალი ქალაქებზე, ადამიანებზე, თემებსა და გარემოზე. მათი მიზანია გააძლიერონ საჯარო და პროფესიული ცნობიერება საზღვაო და სანაპირო ტერიტორიების ტრასფორმაციის შესახებ. სატელიტგრუპის პროგრამა ‘ბადგასტი’ არის სახელოვნებო რეზიდენციის პროგრამა, ღია ცის ქვეშ კინო ჰააგა/შევენინგენში, რომლის ფარგლებშიც ეწყობა ლექციები, დისკუსიები და ვორკშოპები.
 
პროექტი ‘ახლა იღვიძებს ზღვა’ ინიცირებულია ჰოლანდიელ ხელოვანთა გაერთიანება სატელიტგრუპის მიერ და მოიაზრებს კვლევითი პრაქტიკით დაინტერესებულ ხელოვანთა/არქიტექტორთა/რეჟისორთა სარეზიდენციო პროგრამას შავი ან/და ჩრდილოეთის ზღვის მიმდებარე ქვეყნების სანაპირო დასახლებებში. პროგრამის ფარგლებში ირჩევა ძველი ნამუშევრები, იქმნება ახალი და დგება საჯარო ჩვენების ფილმების პროგრამა, როგორც შავი ზღვის, ასევე, ჩრდილოეთის ზღვის ქვეყნებში საჩვენებლად.
 
2013 წლის ივნისში, პროექტ ‘ახლა იღვიძებს ზღვა’ სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში რეჟისორებმა ასტრიდ ბუსინკმა (ჰოლ.) და ანა ციმინტიამ (საქ.) ერთად იმუშავეს ბათუმში, რის შედეგადაც შეიქმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი ‘პატარა დუბაი,’, რომელიც ნაჩვენები იქნა 9 სექტემბერს.
‘პატარა დუბაი’ არის ბათუმში ბოლო დროს მიმდინარე არქიტექტურული განვითარების იუმორისტული ხედვა.
2013 წლის ივლისში ანა ციმინტიამ დაიწყო მუშაობა ახალ ფილმზე საზღვაო ქალაქ ანაკლიის განვითარების შესახებ, რომელზე მუშაობაც გააგრძელა აგვისტოში ბადგასტის რეზიდენციის ფარგლებში, შევენინგენში. დოკუმენტური ფილმის თემა ამ ორი ადგილის შედარებაა.
 
-- 
ფილმების პროგრამა: 
 

8 სექტემბერი
- 'ზღვის ცხენები' (იტ.), ალექს ჰილი, 4.13 წთ., 2008 წ., დოკ.
- 'ლანდშაფტში ჩაძირვა' (ჰოლ.), ფრანსუაზ ლომბარტი, 11.28 წთ., 2013, ექსპ. 
- 'გაიზიარო მშვენიერი დაისი' (ჰოლ.), იასპერ ელინგსი, 
1.11 წთ., 2009 წ., ექს.
- 'გამგზავრების ნავსაყუდელი' (ჰოლ.), არამ ტანისი/ჟაკოლინ ვერჰოფი, 10 წთ., 2011 წ., დოკ.
- 'ოჩაბამბა' (საქ.), ზაზა ჯორბენაძე, 73 წთ., 1994 წ., მხ.
 

9 სექტემბერი

- 'პატარა დუბაი' (ჰოლ./საქ.), ასტრიდ ბუსინკი/
ანა ციმინტია, 10 წთ., 2013 წ., დოკ.
- 'პონტო - შავი, შავი ზღვა' (საქ.), ნოდარ ბეგიაშვილი, 
15 წთ., 2001 წ., ანიმ.
- 'ზღვა' (საქ.), გივი ალექსანდრია, 25 წთ., 1979 წ., მხ.
- 'ზღვა ჩემში' (თურ.), ილმიზ ვარუკუ/ბაჰანურ ნასია, 60 წთ., 2012 წ., დოკ.
 

10 სექტემბერი

- 'შუქურა' (საფრ./ესპ.), ნატალი ფიქსონი/ნადინ ო'გარა, 
2.27 წთ., 2012 წ., ცეკვის ფილმი
- 'ქართული რთველი' (საქ./უნგ.), ოდეტა კატანა/იან კოკი/ანგელიკა ჰერტა/ჟენია ჟარკოვა, 7 წთ., 2011 წ., დოკ.
-  'სურვილების ჭა' (ჰოლ.), სილვი ზილმანსი, 3 წთ., ექსპ.
- 'ოჩოფეხებზე მოსიარულენი' (კან./ჰოლ.), სიაკ მეილინკი, 12.27 წთ., 2002 წ., ანიმ.
- 'ცურვის გაკვეთილი' (ბელ./ჰოლ.), დანი დე ვენტი, 
8.12 წთ., 2008 წ., ანიმ.
- 'ჩამავალი მზე' (საქ.), თემურ ფალავანდიშვილი, 25 წთ., 
1970 წ. მხ.

ფილმების შუალედებში გაშვებული იყო ბრუნო ვან დენ ელსჰოტის/მატიის სპეკის, ლევან კაკაბაძის, ნიკა მაჩაიძის, მაია სუმბაძის, თამუნა ქარუმიძის, ირაკლი შონიას ფილმები.