Saturday, April 9, 2011
IMAGO
კურატორი: ნინი ფალავანდიშვილი
09.04.2011 - 13.06.2011
თანამედროვე ხელოვნების გალერეა (GfZK), ლაიფციგი
 
საქართველოდან ბევრი ხელოვანი წავიდა საზღვარგარეთ სამუშაოდ. ბევრი მათგანი, საქართველოში არც დაბრუნდება. დანარჩენები სამშობლოში დარჩნენ და აღიარებისთვის იბრძვიან. დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, აქ სახელმწიფოსგან თუ კერძო პირებისგან დახმარებას იშვიათად თუ აქვს ადგილი. გამოფენა ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ აისახება ადგილობრივი და გლობალური კონტექსტები სხვადასხვა თაობის ხელოვანთა ნამუშევრებში. დასახელება IMAGO მიუთითებს თითოეული მხარის მიერ მეორეს სამყაროს აღქმის სურათზე, საქართველოსა და ქართველებზე, ჩვენზე და „დასავლეთზე.” ეს უკანასკნელი, ხშირად უფრო სასურველი გარემოებების იმედის მატარებელია. მედია ძირითადად ამ სურათს გვიჩვენებს. გამოფენა იკვლევდა მასმედიისა და კომუნიკაციის ახალი ფორმების გავლენას იდენტობის გამოსახულებებზე. ასევე, ის განიხილავდა ქართველი მხატვრის მედიატორის როლს, რომელიც ხშირად გვევლინება მოდერატორად ავთენტურობასა და კლიშეს შორის.
 
მონაწილეები: ჯგუფი ბულიონი, What’s (ვაჟიკო ჩაჩხიანი), თეა ჯორჯაძე, დავით მესხი, სალომე მაჩაიძე, კოკა რამიშვილი
 
ნინი ფალავანდიშვილი გახდა dr.-klaus-schaffner-prize-ის პირველი გამარჯვებული, რომელიც მიმართულია ორ წელიწადში ერთხელ ახალგაზრდა კურატორების მხარდასაჭერად.
პროექტი განხორციელდა გერმანიის უცხოეთთან თანამშრომლობის ფონდის (IFA) მხარდაჭერით