Friday, May 29, 2015

პროექტი INDUCED CREATIVITY შეეხება პერიფერიული საჯარო სივრცის საკითხს. მასში მონაწილეობს 6 ხელოვანი საქართველოდან და ისლანდიიდან. ისინი განსხვავებული მნიშვნელობის საჯარო სივრცეების საკითხს განიხილავენ ადგილსფეციფიკური მუშაობით. პროექტის ფარგლებში, უცნობ სივრცეებში ინტერაქციის ფორმა ყალიბდება მონაწილეთა გამოცდილებაზე დაყრდნობითა და ადგილობრივი პროფესიონალების ჩართულობით. ამის მეშვეობით ხდება როგორც საჯარო სივრცის მნიშვნელობის, ასევე, მასში არსებული შესაძლებლობების გადააზრება. ხელოვანთა თანამშრომლობით და ქალაქის გარემოში მოღვაწეობით, ვცდილობთ განვიხილოთ ინდივიდის ადგილი არსებულ სტრუქტურებში. შესაბამისად, პროექტი დამატებით ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა თანამშრომლობა და სოლიდარობა სახელოვნებო პრაქტიკაში და/ან ,,საზოგადოებრივთან” კავშირში. 

პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა თბილისში, 2015 წლის 25 მაისიდან 5 ივნისამდე.

შუშის პავილიონი / პროექტის სამუშაო სივრცე მდებარეობდა დინამოს სტადიონსა და დეზერტირების ბაზარს შორის და ღია იყო ყოველ დღე 11:00-16:00. ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა სამი გასვლითი სემინარი და ერთი დისკუსია.

მონაწილეები: დალი დარჯანია, კატარინა შტადლერი, დათა ჭიღოლაშვილი (საქართველო), უნარ ორნ ოიდარსონი, კატრინ ი იონსდოთირ ჰიორდისარდოთირ ჰირთი და გუნჰილდურ ჰოიქსდოთირი (ისლანდია).

პროექტი Induced Creativity ხორციელდება შემდეგი ორგანიზაციების თანამშრომლობით: კონცეპტი და თეორია - თბილისი, გეოეარი და გალერეა ნექტარი (საქართველო, მაისი/ივნისი 2015) და Skaftafell - სეისფიორდურის ვიზუალური ხელოვნების ცენტრი, ისლანდიის ხელოვნების აკადემია (IAA) / რეიკიავიკი და Living Art Museum / რეიკიავიკი (გაზაფხული 2016).

პროექტის მხარდამჭრები: Myndlistarsjoður, European Cultural Foundation, DVV International-Georgia and Muggur. 

დამატებითი ინფორმაცია: https://inducedcreativity.wordpress.com/