Wednesday, January 30, 2013
ულრიკა სოდერლინდის გამოცდილება უკავშირდება კულინარიის სფეროს. ის მუშაობდა კულინარიის ინდუსტრიაში შვედეთის სავაჭრო ფლოტსა და ხმელეთზე და განიხილავს კულინარიას, როგორც ხელოვნების ფორმას, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება ადამიანსა და საზოგადოების იდენტობას.
 
მისი პრაქტიკული გამოცდილება დიდ როლს თამაშობს მის სამეცნიერო კვლევებში, სადაც მისი კვლევის ინტერესები ეხება საკვებს, სასმელსა და სამზარეულოს, რომელთაც ის ინტერდისციპლინარულ ჭრილში განიხილავს. ამ საკითხების საქართველოში კვლევით ის 1990-იანი წლებიდან არის დაინტერესებული და დაწერილი აქვს რამდენიმე სტატია ქართული სამზარეულოს შესახებ, რომელთაც საკუთარი ფოტოსურათებით აფორმებს. ის მოღვაწეობს შვედეთში, სტოკჰოლმისა და სოდერტონის უნივერსიტეტებში.
 
მისი ამჟამინდელი კვლევა უკავშირდება საკვების როლს, როგორც ყოველდღიურ, ასევე სადღესასწაულო გარემოში, თბილისში მცხოვრები მონოთეისტური რელიგიის მორწმუნეებს შორის. ასევე, ის დაინტერესებულია საკვებისა და სხვადასხვა სახელოვნებო ფორმების დაკავშირების საკითხით.
 
ის არის 4 წიგნისა და დაახლოებით 60 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც ეხება საკვების ისტორიასა და არქეოლოგიას.