Tuesday, February 7, 2012
მიხალ მორავჩიკი (ბრატისლავა, სლოვაკეთი) მუშაობს ინსტალაციებზე. მან დაამთავრა ბრატისლავას სამხატვრო აკადემია. ამჟამად იგი ასწავლის უნივერსიტეტში და არის რედაქტორი ვიზუალური ხელოვნების განხრით. იგი თავის ნამუშევრებში განიხილავს და უბრუნდება ე.წ. სოციალისტურ ესთეტიკას, იკვლევს მის როლს ახალ, შეცვლილ სოციალურ კონტექსტში. ხელოვანი აკეთებს სოციალისტური პოპ-კულტურის პარაფრაზირებას, გარკვეულწილად აღადგენს მას, ახდენს რა მის აზრობრივ შეფასებას და სოც-რეალისტური პერიოდის შაბლონების პირდაპირ მანიპულირებას. მორავჩიკის ინსტალაციები ატარებს პოლიტიკურ შინაარსს და აღწევს ემოციურ-ნოსტალგიურ განზომილებას; ამის გარდა იგი იკვლევს სოციალური თანასწორობის, ნაციონალიზმის და ექს-ტერიტორიულობის ფენომენს ცენტრალური ევროპის რეგიონში, ასევე, პოლიტიკური ჰეგემონიის მიმართ გლობალურ კონტექსტში. ღია საზოგადოების სხვადასხვა ინტერპრეტაციების ძიებისას, ხელოვანი კონცენტრირდება სოციალურ ურთიერთობებზე და აქტიურ სივრცეებს და მის ვიზიტორებს შორის ინტერაქციებზე, რაც ქმნის ახალ კონტექსტს სახელოვნებო ნამუშევრის შესაქმნელად.
 
ვორქშოფი - 17-18.02.2012
"კაფე გალერეა" გრიბოედოვის ქ. #34
„I დღე:
-  ხელოვან მიხალ მორავჩიკის და ჯგუფ “Public Pedestal” პრეზენტაცია
-  სტუდენტთა პორტფოლიოების ნახვა/ დათვალიერება
II დღე:
-  ვორქშოფი მოიცავს ორ თემას. სტუდენტებს შეუძლიათ აარჩიონ ერთ-ერთი ან შეასრულონ ორივე. ვორქშოფის იდეაა, რომ სტუდენტებმა გამოიხატონ თავიანთი სახელოვნებო იდეები საზოგადოებრივ სივრცეში.
 
ნაწილი I
-  სიცარიელე
პირველი დავალება არის რეაგირება ყოფილი პიონერთა სასახლის, ქანდაკების დეპარტამენტში არსებულ ცარიელ პედესტალზე. სტუდენტებმა უნდა ჩაატარონ მოცემული ადგილის (პედესტალის) ისტორიული კვლევა: რა ქანდაკება იდგა აქ ადრე, ვინ იყო მისი ავტორი, როდის იქნა ეს ქანდაკება შექმნილი და რა მიზნით, რატომ არის ამჟამად ცარიელი, სამომავლო გეგმები? პროექტი უნდა მოიცავდეს ისტორიას პიონერთა სასახლის თანამშრომლების მონაყოლიდან, შენობის ისტორიულ ფოტოებს, მაგ. წიგნებს ლოკალური არქივიდან. ვორქშოფი დასრულებისას პროექტი უნდა შეიცავდეს: კონცეფციას, გეგმას, პედესტალზე დასადგმელი სამომავლო ობიექტის ჩანახატს, როგორ შეიძლება ამ ადგილის გამოყენება და სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტის კონცეფციას.
 
 ნაწილი II
- გადანაცვლება მშრალ ხიდზე „ბარახოლკაზე“ / როგორ გავყიდოთ „საკუთრება“.
2. ვორქშოფის მონაწილეებმა თავისი თავის პრეზენტაციისთვის უნდა გამოიყენონ „ბარახოლკის“ სივრცე, გააკეთონ სახელოვნებო განაცხადი. მათ უნდა გადაწყვიტონ რა უნდათ აჩვენონ საზოგადოებას თავიანთი ცხოვრებიდან, რა არის მათთვის ფასეული საკუთარ სივრცეში, მაგ. სახლში.
გადანაცვლება პირადულ სფეროში შეიძლება წარმოადგენდეს ინსტალაციას, პერფორმანსს, შემთხვევით ქმედებას, მონაწილეობის რაიმე მეთოდს და ა.შ. მონაწილეებს შეუძლიათ ადგილზევე ააგონ თავიანთი „დახლი“.“
 
2012 წლის მაისში მიხალ მორავჩიკი მონაწილეობდა გეოეარის პროექტში "undergo. the parallels" ნამუშევრით "One day heroes."
 
მიხალ მორავჩიკის რეზიდენცია დაფინანსებული იყო ევროკომისიის კულტურის პროგრამის მიერ.