პუბლიკაცია/ღია ბარათების კრებული "თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები" მოიცავს საბჭოთა პერიოდში 70-80-იან წლებში, თბილისის საჯარო სივრცეში შექმნილ მონუმენტურ-დეკორატიულ მოზაიკებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ისინი დღესაც ხშირად და ბევრგან შეიმჩნევა, სისტემური კვლევა მათ შესახებ აქამდე არ ჩატარებულა. მრავალი მათგანი განადგურებისა და გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. შესაბამისად, ეს კრებული ემსახურება მათ აღწერა-დოკუმენტაციას და გადარჩენის მიზნით, მათი მხატვრული ღირებულების კუთხით გაანალიზებას.

პუბლიკაციის შესაძენად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მეილით: info@geoair.ge