Error message

  • Warning: include(/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php): failed to open stream: No such file or directory in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
  • Warning: include(): Failed opening '/home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/sites/all/modules/themes.php' for inclusion (include_path='.:/usr/local/lib/php') in include() (line 2079 of /home/geoairge/domains/geoair.ge/public_html/includes/common.inc).
city [un]archived
როგორ ფუნქციონირებენ პერსონალური არქივები საჯარო და კერძო, ინდივიდუალურ და კოლექტიურ სივრცეებში? მომავლის კრიტიკული განხილვისათვის, როგორ აკავშირებენ ისინი წარსულსა და აწმყოს? პუბლიკაცია city [un]archived ქალაქ თბილისს ერთგვარ ექსპერიმენტულ ლაბორატორიად განიხილავს და უკავშირდება მის სადავო სივრცეს. პუბლიკაციაში გადმოცემული ვიზუალური და ტექსტუალური მასალით გვსურს შევქმნათ კავშირები და გამოწვევები იმისათვის, რომ დღევანდელი ქალაქების დამახასიათებელ სირთულეებზე ვიფიქროთ.
პუბლიკაცია სცდება მხოლოდ თბილისის კონტექსტს, რადგან ის ეხება არსებობის განსხვავებულ კატეგორიებსა და მის წინააღმდეგობრივ დინამიკას; ასევე, ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს დისკუსიას დღევანდელ ქალაქებში ცხოვრების ალტერნატივების შესახებ.
 
რედაქტორები: კატარინა შტადლერი და დათა ჭიღოლაშვილი
პუბლიკაციაში შესული მასალის ავტორები:
Tbilisi InSights-ის კოლექტივის წევრები - გვანცა ნიკოლაიშვილი (ნანა კალანდაძესთან ერთად, როგორც ,,თბილისის მოარე”), კატარინა შტადლერი, თამუნა ჭაბაშვილი, დათა ჭიღოლაშვილი; ასევე, ლადო დარახველიძე, გიორგი ტაბატაძე, სოფო ტაბატაძე, ნინი ფალავანდიშვილი.
დიზაინი: ბარდი ჰალიტი
გამოცემულია Onomatopee-ს მიერ
 
პუბლიკაცია შექმნილია პროექტ Tbilisi InSights-ის ფარგლებში.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული. 
PDF