პროექტ "სივრცეების" პუბლიკაცია იკვლევს კულტურის საჯარო სფეროს განვითარებას ცენტრალურ აღმოსავლეთ ევროპაში. მოიცავს რა წარსულის მაგალითებს, იგი სთავაზობს მკითხველს გაიზიაროს პროექტის"სივრცეები - მდგრადი საჯარო სივრცეები კულტურისთვის აღმოსავლეთ ქვეყნებში" დღევანდელი გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც 2011 წლიდან 2014 წლამდე განვითარდა მრავალი ჩართულობითი მხატვრული და კულტურული ღონისძიებები სომხეთში, საქართველოში, მოლდოვაში და უკრაინაში. იგი მოიცავდა პროექტებს თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში, ერევანში მახსოვრობის ადგილებში, მიტოვებული ინდუსტრიული ზონებში კიევში და ურბანული კონფლიქტების ტერიტორიებს მოლდოვას დედაქალაქ კიშინიოვში: ინტერვენციები, ვორკშოპები, დისკუსიები წარმოდგენილი ამ პუბლიკაციაში ასახავენ სოციალური ტრანსფორმაციის პროცესებს პოსტ-საბჭოთა ევროპაში და მხატვრების პოზიციას ცვლილებებისთვის ბრძოლაში და მოქალაქეობის ახალი, უფლებამოსილი ფორმებისთვის.

პუბლიკაციის შესაძენად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მეილით: info@geoair.ge

საჯაროობის წარმოდგენა. კულტურის სფეროს დამოუკიდებელ მოღვაწეთა სტატუსი და გამოწვევები საქართველოში არის სამი წლის განმავლობაში კულტურის პოლიტიკის სფეროში ჩატარებული კვლევის ნაწილი. კვლევა და პუბლიკაცია არის პროექტის "სივრცეები" ნაწილი და განხორციელდა პროექტის ხორვატი პარტნიორის Slobodne veze/Loose Associations ხელმძღვანელობით. კვლევა მოიცავს კიშინიოვში, კიევში, თბილისსა და ერევანში კულტურის სფეროს დამიუკიდებელ მოღვაწეთა და განვითარებადი თანამედროვე კულტურის წარმომადგენელთა მდგომარეობა/გამოწვევებს და იწვევს მკითხველს შეისწავლონ ეს ახალი, დინამიური კულტურის სფერო. პროექტ "სივრეების" პარტნიორების მიზანი ამ დოკუმენტზე მუშაობისას იყო, წვლილი შეეტანათ აღმოსავლეთ ცენტრალურ ევროპაში კულტურის მმართველობის გაუმჯობესებაში, განსაკუთრებული ყურადღებით საჯარო სივრცეების გაქრობის საკითხისადმი და თუ როგორ შეიძლება წინააღმდეგობის გაწევა ამის მიმართ.