11/18/2016

მარიკე სპლინტი არის ლოს-ანჯელესში მოღვაწე ჰოლანდიელი რეჟისორი, რომლის ინტერესიც ეხება ადგილის სპეციფიკურ თეატრს. ამჟამად, ის გახლავთ UCLA-ს თეატრის ფაკულტეტის თანამშრომელი.

08/30/2016

პაულა დურინოვა არის დოკუმენტალისტი, ფოტოგრაფი და ჟურნალისტი სლოვაკეთიდან. მისი ნამუშევრები ძირითადად ეხება ადამიანებს, ავტორთან დაკავშირებულ ადგილებსა და თხრობას. 

07/07/2016

კურატორ ლენა პრენცის კვლევითი ინტერესებია სოციო-პოლიტიკური დისკურსის მქონე საგამოფენო და სახელოვნებო პრაქტიკების ურთიერთკავშირი, მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი აღმოსავლეთ ევროპის ხელოვნების ისტორია და სოციალისტური მოდერნისტული არქიტექტურა.

05/01/2016

ხელოვანი და კურატორი, იპ კაი ჩუნის დაინტერესება (ადგილობრივი) კულტურის, ისტორიის, იდენტობის და სახლის გაგების გადაკვეთებისადმი მისი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარეობს. თავის შემოქმედებაში იგი იღწვის ამოიცნოს ნაგულისხევი და უარყოფილი, აღადგინოს დაკარგული კავშირები და წარმოიდგინოს ალტერნატივები. 

 

04/01/2016
დევიდ ბერჟე მუშაობს ფოტოგრაფიის დარგში, თუმცა მისი შემოქმედება არ ემსახურება დაფიქსირებას და თითქმის არამატერიალურია. მისი ნამუშევრები ეხება ურბანული სივრცის, განაშენიანებული გარემოს და ცვალებადი ტერიტორიების ფიზიკურ მდგომარეობას.
01/25/2016

რამდენადაც იზა ტარასევიჩის სახელოვნებო პრაქტიკა ეთმობა მობილურობის, მოქნილობის და სისტემების რეორგანიზების კვლევას, ჩვენ ის პროექტის „თბილისის ჭადრაკის სასახლე“ ერთ-ერთ მონაწილედ მოვიწვიეთ.